ორმოცდაათი საჯარო მოხელე

ვადები:

 

1 - 10 სექტემბერი პროექტში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია

  • 3 სექტემბერი –  პროექტის პრეზენტაცია
  • 14 – 30 სექტემბერი კონკურსი, გასაუბრება
  • 5 ოქტომბერი - 31 დეკემბერი –  გადამზადების კურსის I ეტაპი
  • 3 იანვარი - 31 მარტი გადამზადების კურსის II ეტაპი

პროექტში მონაწილეობა:

პროექტის „50 საჯარო მოხელე“ მონაწილე შეიძლება იყოს 21-25 წლის ახალგაზრდა, საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლის ბაკალავრი, რომელიც წარმოადგენს დიპლომს (ცნობას უნივერსიტეტიდან), ფლობს ინგლისურ ენას, დაინტერესებულია საჯარო სამსახურის მუშაობის სპეციფიკით და მზად არის ჩაერთოს 6-თვიან  გადამზადების პროგრამაში.

პროექტისმიზანი:

პროექტის მიზანია ახალგაზრდების პიროვნული და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, საჯარო სამსახურის მუშაობის პრინციპების გაცნობა და პრაქტიკული გამოცდილების მიღება.  

პროექტი ითვალისწინებს ახალგაზრდების შესაძლებლობების რეალიზების ხელშეწყობასა და პიროვნული სამუშაო კომპეტენციების განვითარებას. ასევე, ემსახურება ახალგაზრდებში დემოკრატიული ღირებულებების ჩამოყალიბებას, მართლშეგნების ამაღლებას, საჯარო სამსახურის სისტემაში ორიენტაციისა და თავის დამკვიდრებისთვის მათ სათანადო ცოდნით აღჭურვას.

პროექტში მონაწილეთა შერჩევის ეტაპები:

 

I.   აპლიკაცია

II.  ინტელექტის ტესტი

III. ინგლისური ენა

IV. გასაუბრება

შენიშვნა:

გასაუბრებამდე კანდიდატები შეავსებენ პიროვნულ კითხვარს. პიროვნული მახასიათებლების შესახებ მიღებული ინფორმაცია გამოყენებული იქნება როგორც დამხმარე საშუალება გასაუბრების ეტაპზე. წარმატებულ  კანდიდატებს გადაეცემათ  ინდივიდუალური დახასიათება და რეკომენდაცია, რომელიც მათ დაეხმარება საკუთარ თავზე მუშაობასა და თვითანალიზში.

კონკურსის შედეგად შეირჩევა 50 კანდიდატი გენდერული ბალანსის დაცვით.

როგრამის მოცულობა:

 

კურსი გაგრძელდება 6 თვეს   (67 დღე - 469 საათი). ტრენინგები ჩატარდება ყოველდღე (1000-1700) – სამუშაო დღეებში, ასევე გარკვეულ შემთხვევებში, უქმე დღეებშიც. სასწავლო კურსი განხორციელდება 2 ეტაპად:

-    I ეტაპი  – ოქტომბერი-დეკემბერი –  41 დღე (287 საათი)

-    II ეტაპი  –  იანვარი-მარტი –  26 დღე (182 საათი)

მეორე ეტაპზე პროექტის მონაწილეები ძირითად დროს დაუთმობენ კონფერენციაზე წარსადგენ რეფერატზე მუშაობას.  კომისიის მიერ განხილული რეფერატები გამოიცემა სახელმძღვანელოს/კრებულის სახით.  გარდა ტრენინგებისა, სასწავლო კურსი მოიცავს სხვა დამატებით შემეცნებით/სასწავლო ღონისძიებებს.

ავლების  ენ:

სასწავლო პროგრამა წარიმართება  ქართულ  ენაზე,  თუმცა პროექტის ფარგლებში დაგეგმილია უცხოელი ექსპერტების მოწვევა და რეფერატებზე მუშაობის პროცესში ინგლისურ ენაზე ლიტერატურის დამუშავება.

 

სასწავლომიზნები:

 

პროექტის მონაწილეები პროგრამის დამთავრების შემდეგ შეძლებენ (ცოდნადაგაცნობიერება):

-   განსაზღვრონ თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფო მმართველობის ძირითადი პრინციპები, ცნებები და ინსტიტუტები, ასევე საჯარო სამსახურში მოქმედი სპეციალური ნორმები;

-   განსაზღვრონ ის ძირითადი ღირებულებები, რომლებიც დაკავშირებულია საჯარო სამსახურში პროფესიულ საქმიანობასთან, პასუხისმგებლობასა და ეთიკასთან;

-   განსაზღვრონ სახელმწიფოში მიმდინარე პროცესებში საჯარო ორგანიზაციების მნიშვნელობა და მათი გავლენა ყოველდღიურ ცხოვრებაზე;

-   განსაზღვრონ  პიროვნების ძირითადი სამუშაო კომპეტენციები და პიროვნული პოტენციალის რეალიზების გზები;

-   ჩამოაყალიბონ ორგანიზაციის მართვის, სტრატეგიული დაგეგმვისა და განვითარების ძირითადი პრინციპები.

 

 

პროექტის მონაწილეები პროგრამის დამთავრების შემდეგ შეძლებენ (ცოდნისპრაქტიკაშიგამოყენება/პრაქტიკულიუნარები)

-   ეფექტიანად მართონ პირადი რესურსები, გაიუმჯობესონ პიროვნული სამუშაო კომპეტენციები;

-   განივითარონ ლიდერისა და გუნდის მართვის უნარები;

-   გაიუმჯობესონ ორგანიზაციული მართვის უნარები;

-   გაიუმჯობესონ პრობლემური სიტუაციის ანალიზისა და გადაჭრის უნარი;

-   გაიუმჯობესონ იდეების გენერირების,კრიტიკული აზროვნებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;

-   განახორციელონ მოვლენების ანალიზი და შეფასება საჯარო სამსახურის სპეციფიკის გათვალისწინებით.

 

სწავლების შედეგების მიღწევის მეთოდები:

 

სწავლების შედეგების მისაღწევად გამოიყენება როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული სწავლების მეთოდები თითოეული საკითხის სპეციფიკის გათვალისწინებით:

-     ლექცია

-     დისკუსია

-     ჯგუფური მუშაობა

-     პრეზენტაცია

-     დამოუკიდებელი მუშაობა

-     პრაქტიკული სამუშაო

-     პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება

-     სიმულაციები და როლური თამაშები

-     შემთხვევის ანალიზი

-     გონებრივი იერიში

-     დემონსტრირება

სწავლების შედეგების შეფასება:

პროგრესის შეფასება – თითოეული ტრენინგის დასაწყისში და ბოლოს მონაწილეები შეავსებენ ტესტს, რათა გაიზომოს პროგრესი და შეფასდეს სწავლების შედეგი

შუალედური ტესტირება –  I ეტაპის ბოლოს ჩატარდება შემაჯამებელი შუალედური ტესტირება (100 ტესტური დავალება, მინიმალური ზღვარი  –  75%)

საბოლოო ტესტირება – II  ეტაპის ბოლოს ჩატარდება შემაჯამებელი  ტესტირება (100 ტესტური დავალება, მინიმალური ზღვარი –  75%)

პროექტის შედეგები:

-     სერტიფიკატი;

-     სწავლის შანსი დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო ბიზნესსკოლაში (BBSI)- ,,Management, Leadership & Human Resources“;

-     რეკომენდაცია სასწავლო ცენრტიდან;

-     პიროვნული სამუშაო კომპეტენციების განვითარება;

-     ორგანიზაციული მართვის უნარების განვითარება;

-     კონტაქტების გაფართოება;

-     ექსპერტებთან (მენტორებთან) მუშაობის გამოცდილება;

-     კრებულში საკუთარი ნაშრომის გამოცემის შესაძლებლობა თანაავტორობით;

-     ადგილობრივ და უცხოელ ექსპერტთა გამოცდილების გაზიარება;

-     პრაქტიკა იუსტიციის სისტემაში;

-     საჯარო სამსახურის სპეციფიკის გაცნობა მომავალი კარიერის დაგეგმვისთვის.