სიახლეები

იუსტიციის სახლის თანამშრომელთა რე-ტრენინგი დაიწყო

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი პერიოდულად ახორციელებს რე-ტრენინგს იუსტიციის სახლის წინა ხაზის თანამშრომლებისათვის საქართველოს მასშტაბით.

სასწავლო ცენტრის ტრენერების მიერ სპეციალურად იუსტიციის სახლის თანამშრომლებისათვის შემუშავდა ახალი ტრენინგ-მოდული, რომელიც ორიენტირებულია მომხმარებელთა ეფექტიანი მომსახურებისათვის საჭირო უნარების გაძლიერებაზე.

მიმდინარე წლის 2-5 ოქტომბერს რე-ტრენინგი გაიარა თელავისა და გორის იუსტიციის სახლის 44-მა თანამშრომელმა.

რე-ტრენინგი გაგრძელდება 2 თვის განმავლობაში და მოიცავს საქართველოს ყველა რეგიონის (თბილისი, გორი, გურჯაანი, ბათუმი, ოზურგეთი, ახალციხე, მარნეული, ქუთაისი, თელავს, ყვარელი, რუსთავი, მესტია, ზუგდიდი) იუსტიციის სახლის წინა ხაზის 600-მდე თანამშრომელს.