სიახლეები

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მოდელირება

საქართველოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს (ანტიკორუფციული საბჭო) სამდივნო - იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან, საჯარო სამსახურის ბიუროსა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან თანამშრომლობით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, აცხადებს კონკურსს სტუდენტებისთვის - ანტიკორუფციული საბჭოს მოდელირებაში მონაწილეობის მისაღებად.
ანტიკორუფციული საბჭოს მოდელირება გაიმართება 24 დეკემბერს, 10:00 საათზე საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში.
შერჩეულ სტუდენტებს ჩაუტარდებათ საინფორმაციო ლექცია. ამავე დღეს გადანაწილდება როლები მონაწილეებს შორის. ლექციის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებათ შერჩეულ მონაწილეებს.
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უნივერსიტეტის ბაკალავრის მე-4 კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტებს.
მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა უნდა შეავსონ განაცხადი არაუგვიანეს 19 დეკემბრისა . საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ შეირჩევა 14 წარმატებული სტუდენტი.

ღონისძიების ბოლოს გაიმართება სერთიფიკატების გადაცემისა და დაჯილდოების ცერემონიალი.

რეგისტრაციისთვის მიყევით ბმულს

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, დაუკავშირდეთ - გულისა კახნიაშვილს (599 85 00 44; gkakhniashvili@justice.gov.ge) და ლალი ამირანაშვილს (599 91 31 70; laamiranashvili@justice.gov.ge)
გისურვებთ წარმატებებს!