სიახლეები

სამუშაო სტრესი და გადაწვა - ტრენერთა ტრენინგი

რატომ დაინტერესდებით აღნიშნული ტრენინგით? სამუშაო და პროფესიული სტრესი გავლენას ახდენს თანამშრომელთა პროდუქტულობაზე, მოტივაციაზე, აბსენტიზმზე, ჯანმთელობასა და სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებზე. ამ მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომსახურების სფერო, რომლიც ,,ემოციური შრომის“ სპეციფიკიდან გამომდინარე, ხშირად ხდება თანამშრომელთა გადაწვის მიზეზი. ორგანიზაციები მიმართავენ სხვადასხვა სახის ტრენინგებს, რათა თანამშრომლებს თავად შეეძლოთ სტრესის მართვის ტექნიკების გამოყენება და პროფესიული გადაწვის პრევენცია. სტრესის მართვის თემაზე ეფექტიანი ტრენინგების ჩატარებისათვის აუცილებელია შესაბამისი მიდგომისა და გამოცდილების გაზიარება, რასაც მოცემული ტრენინგი ისახავს მიზნად.

ტრენინგის თემები:

- სტრესის არსი და მისი მრავალფეროვნება
- პროფესიული სტრესი, პროფესიული გადაწვა
- სტრესის იდენტიფიცირება
- სტრეს-რეზისტენტობა და სტრეს-მედეგობა
- სტრესთან გამკლავება
- ფსიქოგანათლება
- სტრესის მართვის ტექნიკები
- სტრესამტანობა
- პროფესიული გადაწვის პრევენცია - სტრატეგია და ტაქტიკა
- სტრესის მართვის თემაზე ტრენინგის ჩატარების პრაქტიკა

ტრენინგის მიზანი: ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეებს შეეძლებათ:
- სტრესის მართვისა და პროფესიული გადაწვის თავიდან აცილება სხვადასხვა ტექნიკების გამოყენებით (რასაც დაეთმობა 3 დღე);
- სტრესის მართვის თემაზე ტრენინგის ჩატარება (რასაც დაეთმობა 2 დღე).

ვის შეუძლია მონაწილეობა? ტრენინგი განკუთვნილია ფსიქოლოგებისათვის, რომლებსაც უკვე აქვთ სტრესის თეორიების საბაზისო ცოდნა და ასევე, აქვთ ტრენინგების ჩატარების გამოცდილება. აუცილებელია ერკვეოდნენ მომსახურების სფეროში დასაქმებულ პირთა საჭიროებებსა და პრობლემებში.

ტრენინგის თარიღები და განრიგი: ტრენინგი იგეგმება 22-26 იანვარს. პროგრამა გრძელდება 5 დღეს (35 საათი), დღეში - 7 საათს (1000 - 1700 სთ).

ტრენერი: ზურაბ ბებერაშვილი, ფსიქიატრი-ფსიქოთერაპევტი, წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის სამედიცინო დირექტორი.

მონაწილეობის საფასური: 250 ლარი. საფასური მოიცავს მხოლოდ ტრენერის ანაზღაურებას, საკანცელარიო მასალებისა და სერტიფიკატის ხარჯებს.

დაგვიკავშირდით:
ტრენინგზე რეგისტრაციისათვის აუცილებელია გამოაგზავნოთ თქვენი ჩV 19 იანვრამდე.
მაია ხოსიტაშვილი: E-mail - mkhositashvili@justice.gov.ge; T. - 577 502 809.