სიახლეები

იუსტიციის სასწავლო ცენტრმა სახელმწიფო უწყებებსა და კერძო სექტორს განახლებული სერვისები შესთავაზა

იუსტიციის სასწავლო ცენტრმა სახელმწიფო უწყებებსა და კერძო სექტორს განახლებული სერვისები შესთავაზა, ღონისძიება იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის კომპლექსში გაიმართა. პრეზენტაციის ფარგლებში განხილულ იქნა ცენტრში არსებული იურიდიული, სოციალური, ფინანსური, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ტესტირების მიმართულებების სიახლეები. მოწვეულ სტუმრებს, ვიდეორგოლის სახით წარედგინა ახალი პროდუქტი - „წარმატების ფორმულა“. ცენტრის დირექტორის, ნუგზარ კაკულიას განცხადებით, ახალი პროდუქტი ნებისმიერი ორგანიზაციისთვის არის კომპლექსური შეთავაზება, რომელიც კონკრეტულ შედეგებზე არის ორიენტირებული. ფორმულა იყოფა სამ ეტაპად; „პირველ ეტაპზე განხორციელდება ორგანიზაციის თანამშრომელთა წინასწარი შეფასება - დიაგნოსტირება. მეორე ეტაპზე, გამოვლენილი საჭიროებების გათვალისწინებით დაიგეგმება და განხორციელდება უშუალოდ პრობლემაზე ორიენტირებული სწავლება. მესამე, დასკვნით ეტაპზე კი გაიზომება სწავლების შედეგები, რა დონეზე მოხდა თანამშრომელთა ცოდნის - უნარებისა და დამოკიდებულებების გაუმჯობესება. იუსტიციის სასწავლო ცენტრის განახლებული, კომპლექსური შეთავაზება არის უნიკალური შესაძლებლობა ორგანიზაციული განვითარებისთვის. სიახლე ითვალისწინებს საჯარო და კერძო სექტორში ეფექტიანი მართვისა და მომხმარებლის ინტერესებზე ორიენტირებული მომსახურების სტანდარტის გაუმჯობესებას. ღონისძიებას სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელი პირები, მსხვილი ფინანსური ინსტიტუტებისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. იუსტიციის სასწავლო ცენტრის პრეზენტაცია განახლებული სერვისების შესახებ, იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის კომპლექსში გაიმართა.