სიახლეები

დანაშაულის პრევენციის ცენტრისა და იუსტიციის სასწავლო ცენტრის ერთობლივი პროექტი დაიწყო

დანაშაულის პრევენციის ცენტრისა და იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ, 2015 წლის 11-27 მარტს ხორციელდება "იმიტირებული სასამართლო პროცესი სკოლის მოსწავლეებისთვის - II.”

პროექტის მიზანია მესამე და მეოთხე საფეხურის სკოლის მოსწავლეებისთვის ადვოკატირების უნარ-ჩვევების გამომუშავება, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარება, სკოლის მოსწავლეების დაინტერესება სამართლის დარგით და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია თბილისის საჯარო და კერძო სკოლების მესამე-მეოთხე საფეხურის მოსწავლეებს და 18-21 წლის სტუდენტებს „ნაფიც მსაჯულად".

იმიტირებული სასამართლო პროცესის განხორციელებამდე, მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგები შემდეგი მიმართულებით:

ტრენინგი იმიტირებული სასამართლო პროცესის სპეციფიკის შესახებ;
ტრენინგი სისხლის სამართლის შესახებ;
ტრენინგი იმიტირებული სასამართლო პროცესის განსახილველი საქმის შესახებ;

ზოგადი ხასიათის ტრენინგების შემდეგ, მონაწილეები გადანაწილდებიან შესაბამისი როლების მიხედვით და გადაეცემათ იმიტირებულ სასამართლო პროცესზე განსახილველი საქმე.

იმიტირებული სასამართლო პროცესის მხარეებს, შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ შესაბამისი როლის მიხედვით გამოცდილ ექსპერტებს და მიიღონ მათგან ის ინფორმაცია, რაც გამოადგებათ შემდგომ მის პრაქტიკულ რეალიზებაში.

პროექტში მონაწილეობის მსურველებმა, აუცილებელია შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა, რის საფუძველზეც შეირჩევა 10 საუკეთესო მონაწილე.

იმიტირებული სასამართლო პროცესის რეგისტრაციის ფორმა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: http://goo.gl/RGx8wP

პროექტში, იმიტირებულ სასამართლო პროცესზე „ნაფიც მსაჯულად" მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს აკრედიტირებული უნივერსიტეტის 18-21 წლის სტუდენტები.

იმიტირებული სასამართლო პროცესზე „ნაფიც მსაჯულად" რეგისტრაციის ფორმა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:
http://goo.gl/2eHS1B

პროექტში მონაწილეობისათვის განცხადების შევსების ბოლო ვადაა
2015 წლის 14 მარტი, 23:59 სთ.

პროექტის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები და იურიდიული შინაარსის ლიტერატურა.

პროექტში მონაწილეობის მიღება უფასოა!

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

მობ.: (+995 555) 47 55 37
(+995 555) 11 47 74
ელ.ფოსტა: CFCP@justice.gov.ge trainingcenter@tcj.gov.ge

ვებ-გვერდი: www.prevention.gov.ge www.tcj.gov.ge