სიახლეები

ტრენინგი შრომის სამართალი

არ გამოტოვოთ შესაძლებლობა, მოკლე დროში, მიიღოთ მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია შრომითი ურთიერთობის მარეგულირებელ ნორმებზე, დამსაქმებლისა და დასაქმებულის უფლება-მოვალეობებზე, შრომით პირობებსა და შრომით ხელშეკრულების დადების წესზე. საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია შრომის კოდექსში 2013 წელს განხორციელებული ცვლილებების შემდეგ. 

ტრენინგი დატვირთული იქნება პრაქტიკული სავარჯიშოებით და მოქმედი სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვით. 

ტრენინგი განკუთვნილია აღმასრულებელი მენეჯერებისთვის, საჯარო და კერძო დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებისა და სპეციალისტებისთვის, იურისტებისთვის და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

16 მაისს იუსტიციის სასწავლო ცენტრში ტრენინგს გაუძღვება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე, თამაზ ურთმელიძე.

ტრენინგის დასრულების შემდეგ გაიცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი. 

მონაწილეობის საფასური შეადგენს 120 ლარს

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 14 მაისი

ტრენინგზე მონაწილეობისათვის მიჰყევით შემდეგ ბმულს: