სიახლეები

იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის კომპლექსს კატარის დელეგაცია ეწვია.

იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის კომპლექსს, კატარის 6 - კაციანი დელეგაცია ეწვია, რომლის შემადგენლობაში იყვნენ, კატარის იუსტიციის სამინისტროს საქმის წარმოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და სამართლის მკვლევარები.
დელეგაციის წევრებს, ცენტრის თანამშრომლებმა, პრეზენტაციის სახით გააცნეს სასწავლო ცენტრის ძირითადი საქმიანობა და მიზნები. სტუმრებს მიეწოდათ ინფორმაცია ცენტრში არსებული იურიდიული, სოციალური, ფინანსური, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ტესტირების მიმართულებებზე. 
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, იუსტიციის სახლში, აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში, ეროვნული არქივის ტერიტორიულ ორგანოებში. გარდა ამისა, დელეგაციამ მოინახულა სართიჭალის საზოგადოებრივ ცენტრი და ესტუმრა ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრს.

კატარის 6-კაციანი დელეგაცია საქართველოში16 მაისს ჩამოვიდა. დელეგაციის ვიზიტი 22 მაისს დასრულდება.