სიახლეები

ბრიტანეთის ქალაქ ბორმუსში, იუსტიციის სასწავლო ცენტრსა (TCJ) და ბრიტანეთის საერთაშორისო ბიზნეს სკოლას (BBSI) შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა  ნუგზარ კაკულიამ და ბრიტანეთის ბიზნეს სკოლის დირექტორმა შეინ ვიკინსონმა.

 

მემორანდუმის მიზანია, ორმხრივი საერთაშორისო პროექტებისა და ერთობლივი სასწავლო პროგრამების განხორციელებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა გადამზადება /კვალიფიკაციის ამაღლება. ასევე, სასწავლო ცენტრი, ბრიტანეთის საერთაშორისო ბიზნეს სკოლასთან  ორმხრივი პარტნიორობის ფარგლებში, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს,  აძლევს   საშუალებას,  ისარგებლოს სწავლის ღირებულების  20 – 25 % - იანი ფასდაკლებით. სასწავლო პროგრამების შესახებ, დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

BBSI 1992 წლიდან ფუნქციონირებს და ახორციელებს სხვადასხვა ტიპის სასწავლო პროგრამებს. BBSI თანამშრომლობს ბრიტანულ საბჭოსთან (British Council), ფლობს ხარისხის ლიცენზიას  (IIQ), ასევე  ენების ცენტრის საერთაშორისო ასოციაციის (IALC) წევრია.