სიახლეები

ანტიკორუფციული კვირეული 2015

საქართველოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს (ანტიკორუფციული საბჭო) სამდივნო - იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან, საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან თანამშრომლობით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ანტიკორუფციულ კვირეულს გამართავს.

 

ანტიკორუფციული კვირეულის ფარგლებში, გაიმართება ანტიკორუფციული საბჭოს მოდელირება და საჯარო ლექციები.

1. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მოდელირება

 - 7 დეკემბერს 10:00 საათიზე, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში (სანდრო ეულის 3ა) გაიმართება ანტიკორუფციული საბჭოს მოდელირება

 

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრის მეოთხე კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტებს. მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა უნდა შეავსონ განაცხადი არაუგვიანეს 30 ნოემბრისა შემდეგი ბმულის მეშვეობით:

იხილეთ ბმული

კონკურსის საფუძველზე, შეირჩევა 14 წარმატებული სტუდენტი, რომლებსაც იუსტიციის სამინისტროში ჩაუტარდებათ საინფორმაციო ლექცია და გადანაწილდება როლები მონაწილეებს შორის. ანტიკორუფციული საბჭოს მოდელირების დასრულების შემდეგ, გაიმართება სერთიფიკატების გადაცემისა და დაჯილდოების ცერემონიალი.

2. საჯარო ლექციები

2015 წლის 9-11 დეკემბერს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტთან და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, ქ.თბილისში, ქ.გორსა და ქ.თელავში განხორციელდება საჯარო ლექცია თემაზე: საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული პოლიტიკისა და საზოგადოების ჩართულობის პროცესები.

- 9 დეკემბერი, 15:00 საათი - საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი, თბილისი (სანდრო ეულის 3ა)

- 10 დეკემბერი, 13:00 საათი - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, გორი (გორი, ჭავჭავაძის ქ.N53)

- 11 დეკემბერი, 13:00 საათი - იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თელავი.(თელავი, ქართული უნივერსიტეტის ქ. N1)

 

საჯარო ლექციაზე დასწრების მსურველმა სტუდენტებმა უნდა შეავსონ განაცხადი 8 დეკემბრის ჩათვლით, შემდეგი ბმულის მეშვეობით:

იხილეთ ბმული

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

გულისა კახნიაშვილი  (+995 599) 85 00 44; gkakhniashvili@justice.gov.ge

ნინო ბეჟაშვილი (+995 555) 11 47 74; nbezhashvili@tcj.gov.ge

 

გისურვებთ წარმატებას!