სიახლეები

ქამრან მამედოვი

დაიბადა 1990 წელს, ქალაქ მცხეთაში. 2007 წელს დაიწყო სწავლა  ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. 2011 წელს მას მიენიჭა სოციალური მეცნიერებების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით. 2012-2013 წლებში სწავლობდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო მართვის სამაგისტრო პროგრამაზე, 2013-2014 წლებში ერასმუს მუნდუსის გაცვლითი პროგრამით სწავლობდა ალექსანდრუ იოან კუზას უნივერსიტეტში საჯარო მართვის სამაგისტრო კურსზე (რუმინეთი). ამჟამად წერს სამაგისტრო ნაშრომს კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიო მართვის სამაგისტრო პროგრამაზე.

2012-2013 წლებში იყო მსმენელი თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლაში.

2011 წელს გადიოდა სტაჟირებას საქართველოს პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში. 2012 წელს მუშაობდა საქართველოს მთავრობის სახლში, ქალაქ ქუთაისში. 2014-2015 წლებში მუშაობდა „ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიულ დემოკრატიისათვის“ (NIMD)სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობაში პროექტის ასისტენტად, ამავე პერიოდში მუშაობდა სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდში.

ფლობს ინგლისურ და თურქულ ენებს.

როცაგავიგე, რომ მოვხვდი პროექტში ,,50 საჯარო მოხელე“, მივხვდი, რომ იწყებოდა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საინტერესო, ცოდნით დატვირთული და ახალი შესაძლებლობების ეტაპი.  

სხვებისაგან გამორჩეული ვარ იმით, რომ მე ვარ შრომისმოყვარე, ნოვატორი და შეუპოვარი. ეს სამი თვისება მაძლევს ძალას, რომ ახლებურად შევხედო საკითხებს, დავუპირისპირდე არსებულ კლიშეებს და სტერეოტიპებს და დაუღალავად ვიმუშაო იმისთვის, რომ დასახულ მიზანს მივაღწიო.

ერთი რამ რაც მინდა, რომ იცოდნენ ჩემს შესახებ არის მიყვარს შეკითხვა „რატომ?“

ჩემი ცხოვრების დევიზია: The time is always Right to do what is right! (ყოველთვის სწორი დროა, იმის გასაკეთებლად, რაც არის სწორი!) მარტინ ლუთერ კინგი.

ის რაც შთამაგონებს  არის თანასწორობის და თავისულების იდეა და განცდა.

ჩემი მომავლის კონცეფცია არის მე ვარ ჩემი მომავლის არქიტექტორი.

5 წლის შემდეგ მე მექნება დოქტორის აკადემიური ხარისხი და უნივერსიტეტის პროფესორი ნაციონალიზმის საკითხებში, საჯარო სამსახურში ნოვატორი და თანამედროვე საქართველოს მშენებელი.