სიახლეები

თეკლე ბოჭორიშვილი

   დაიბადა 1992 წლის 25 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში. მიიღო უმაღლესი განათლება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2015 წელს მას მიენიჭა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხი - ფილოლოგიის მიმართულებით. 2014-2015 წლებში იმუშავა საბაკალავრო ნაშრომზე - „ვაჟა-ფშაველა როგორც ეგზისტენციალისტი“. 2013 წელს მიიღო მონაწილეობა ,,ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი- XXI-ს“ მხარდაჭერით ჩატარებულ ტრენინგში - გენდერი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა. 2010 წელს გაიარა ინგლისურის , როგორც უცხო ენის, კურსები  საერთაშორისო სახლის თბილისის ფილიალში (International House). 2015 წელს თეკლემ გაიარა სტაჟირება საქართველოს პროფკავშირული კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების შემოქმედთა კავშირში.  2014-2015 წლებში- გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმში. 2012 წელს , სტუდენტთა დასაქმების პროგრამის- „Summer Job”-ის ფარგლებში, იმუშავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის სახელობის ბიბლიოთეკაში. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

როცა გავიგე, რომ მოვხვდი პროექტში ,,50 საჯარო მოხელე“ -  დამეუფლა უცნაური განცდა-სიხარულის, პასუხისმგებლობის, სიამაყის და კიდევ სხვა ისეთი გრძნობების ნაზავი, რომელთა გადმოცემაც სიტყვებით შეუძლებელია- უბრალოდ უნდა იგრძნო.

სხვებისაგან გამორჩეული ვარ იმით, რომ მე - არასდროს ვნებდები. მჯერა, რომ არ არსებობენ დამარცხებულები. არიან მხოლოდ ადამიანები, რომლებიც ნებდებიან და არჩევენ დამარცხებას.

ერთი რამ რაც მინდა, რომ იცოდნენ ჩემს შესახებ არის - ის, რომ მაქვს განსაზღვრული მიზნები, რომლებსაც მივაღწევ აუცილებლად, რადგან მჯერა, რომ ყველაფრის განხორციელებაა  შესაძლებელი. ცხადია იქნება სიძნელეები, თუმცა რაც უფრო დიდია ბარიერი, მით მეტია მისი გადალახვით მიღებული სიამოვნება.

ჩემი ცხოვრების დევიზია - “An eye for an eye makes the whole world blind” © Gandhi  “Per aspera ad astra” (ლათინური სენტენცია, “სირთულეებით აღსავსე გზით ვარსკვლავებისკენ.“

ის რაც შთამაგონებს  არის - ყოველდღიური ურთიერთობები, ადამიანები და მათი ისტორიები, რომლებიდანაც, ვფიქრობ, ძალიან ბევრის სწავლა შეიძლება.

ჩემი მომავლის კონცეფცია არის - "მოქმედებას ყოველთვის არ მოაქვს ბედნიერება, მაგრამ არ არსებობს ბედნიერება მოქმედების გარეშე" © დიზრაელი, სწორედ ამ პრინციპით წარვმართავ ჩემს ცხოვრებას.

5 წლის შემდეგ მე ვიქნები - კიდევ უფრო წარმატებული, მაშასადამე, კიდევ უფრო ახლოს დიდ მიზნებთან.