სიახლეები

მარიამ ჯამაგიძე

 დაიბადა ქალაქ თბილისში. საშუალო განათლება მიღებული აქვს ქალაქ თბილისის №175 საჯარო სკოლაში, წარჩინებით. სკოლის პერიოდში იგი მონაწილეობდა სხვადასხვა პროექტებში, კერძოდ: ეკონომიკისა და ბიზნესის რეგიონალური ოლიმპიადა - „Global Business Ethics Program“, პირველი ადგილი, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, ასევე, მესამე ადგილი SFCF-ის („Sais Francais, Connais Francais“) ზეპირ და წერით კონკურსში: „Journee Internationale de la Protection de l’Enfant“; მესამე ადგილი თბილისის ინტერაქტ-კლუბის მიერ ორგანიზებულ ინტელექტუალურ თამაშში - „ჰორიზონტი“ და მესამე ადგილი საქართველოს ეროვნულ ოლიმპიადაში პროექტით - „ბუნებრივი კატაკლიზმები და მოსახლეობის უსაფრთხოება“.

 ამის შემდგომ, მან სწავლა გააგრძელა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე და 2014 წელს მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი მარკეტინგის მიმართულებით. 2014 წლიდან დღემდე, იგი სწავლობს ამავე უნივერსიტეტის ტურიზმის განვითარების ინსტიტუტში, მაგისტრატურის მეორე კურსზე, სადაც აქტიურადაა ჩართული საუნივერსიტეტო პროექტებში: „სასტუმრო ინდუსტრიის კვლევა დაბა ბაკურიანში“ და „საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების ტურისტული პოპულარიზაცია (რაჭის მაგალითზე)“

 უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, მარიამ ჯამაგიძემ გაიარა სტაჟირება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის შიდა ტურიზმის სტიმულირების სამმართველოში, ასევე, სტაჟირება ტურ-ოპერატორის პოზიციაზე ტურიტულ კომპანიაში „Fresh Tour“ და ამავე მიმართულებით, მან მიიღო სამუშაო გამოცდილება ტურიტულ კომპანიაში „Elit Travel Georgia“, მენეჯერის ასისტენტის თანამდებობაზე. გარდა ამისა, მას აქვს სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის მიმართულებითაც შ.პ.ს.-ში „Georgian Fashion Group“.

ფლობს რუსულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებს.

როცა გავიგე, რომ მოვხვდი პროექტში „50 საჯარო მოხელე“, მივხვდი, რომ ნებისმიერი წარმატება დამოკიდებულია ადამიანის სურვილზე - იყოს წარმატებული.

სხვებისაგან გამორჩეული ვარ იმით, რომ მე მაქვს საკუთარი შინაგანი სამყარო, რომელსაც ჩემი უნიკალური გამოცდილება განაპირობებს.

ერთი რამ, რაც მინდა, რომ იცოდნენ ჩემს შესახებ არის ის, რომ მიყვარს დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა.

ჩემი ცხოვრების დევიზია - „სრულყოფილება დეტალებშია“.

ის, რაც შთამაგონებს არის ყველაფერი ის, რაც მე მეხმარება წინსვლაში.

ჩემი მომავლის კონცეფცია არის ფრაზა - გააგრძელე სვლა ყველაფრის მიუხედავად.

5 წლის შემდეგ მე ვიქნები განვლილი ცხოვრებით კმაყოფილი და ბედნიერი გარშემომყოფთა ბედნიერებით.