სიახლეები

შოთა შაფაქიძე

დაიბადა 1992 წლის 24 აგვისტოს. 2010 წელს ის ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 2014 წელს, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით. 2014 წლიდან კი ამავე უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის „დიპლომატიისა და საერთაშორისო პოლიტიკის“ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს და ამჟამად იმყოფება სწავლის აღნიშნული საფეხურის მეორე, დამამთავრებელ კურსზე.  2014 წლის აპრილიდან მუშაობს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დაკომპლექტების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

 

როცა გავიგე, რომ მოვხვდი პროექტში ,,50 საჯარო მოხელე“...  ეს იყო ძალიან სასიამოვნო შეგრძნება, პირველ რიგში იმიტომ, რომ ძალიან დიდი სურვილი მქონდა, მიმეღო ამ პროექტში მონაწილეობა და შერჩევის ამდენი ეტაპის გავლის შემდეგ, საბოლოოდ 50 ადამიანს შორის მოხვედრამ, დადებითად იმოქმედა ჩემზე. ამასთან ერთად, ახალ გამოწვევებს და შესაძლებლობებს ყოველთვის დიდი მოტივაციით ვხვდები და მიმაჩნია, რომ ეს პროექტი სწორედ ახალი გამოწვევა და შესაძლებლობაა ჩემთვის.

სხვებისაგან გამორჩეული ვარ იმით, რომ მე ... სხვებისგან გამორჩეული ვარ ინდივიდუალიზმით. ვინაიდან, განვლილ პერიოდში საშუალება მქონდა კარგად გამეცნო პროექტის ყველა მონაწილე, გამოიკვეთა, რომ თითოეულ მათგანს ძალიან კარგი და გამორჩეული ინდივიდუალური თვისებები და უნარები აქვთ. ისინი ამით განსხვავდებიან და გამოირჩევიან ერთმანეთისგან. მიმაჩნია, რომ მეც, ჩემი მხრივ, ამით გამოვირჩევი სხვებისგან.

ერთი რამ რაც მინდა, რომ იცოდნენ ჩემს შესახებ არის ... მინდა ცხოვრების მანძილზე რაც შეიძლება მეტი კარგი რამის გაკეთება.

ჩემი ცხოვრების დევიზია: გააკეთე და გაიღე ყველაფერი საკუთარი მიზნის მისაღწევად და საბოლოოდ, აუცილებლად მიაღწევ კიდეც მას.

ის რაც შთამაგონებს  არის... საკუთარი თავი, საყვარელი ადამიანები, მეგობრები, ყოველდღიური ცხოვრება.

ჩემი მომავლის კონცეფცია არის...ადამიანმა ყოველთვის უნდა მიიღოს ახალი გამოწვევები, რომელიც კარიერულ თუ პირად ცხოვრებაში ახალ საფეხურზე და ეტაპზე გადაიყვანს. შესაბამისად, მომავლის კონცეფცია მდგომარეობს შემდეგში, რომ ადამიანი მუდმივად უნდა ვითარდებოდეს და ვერანაირმა დაბრკოლებამ ვერ უნდა შეუშალოს მას ამაში ხელი.

5 წლის შემდეგ მე ვიქნები...  სავარაუდოდ, კიდევ ერთი მაგისტრის ხარისხი მექნება და დასაქმებული ვიქნები, დიდი ალბათობით, საჯარო სექტორში. ასევე, მსურს, შესწავლილი მქონდეს კიდევ ერთი უცხო ენა, მინიმუმ.