სიახლეები

საჯარო ლექციების პროგრამა - „საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული პოლიტიკა და საჯარო სამსახურის რეფორმა“

საქართველოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს (ანტიკორუფციული საბჭო) სამდივნო - იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი და საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი, საჯარო სამსახურის ბიუროსთან თანამშრომლობით, სტუდენტებისთვის ანტიკორუფციულ საკითხებზე საინფორმაციო კამპანიას გამართავს. საქართველოში აკრედიტებულ ათ უმაღლეს სასწავლებელში საჯარო დისკუსიები გაიმართება თემაზე: „საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული პოლიტიკა და საჯარო სამსახურის რეფორმა“.

კამპანიის ფარგლებში, 2016 წლის მარტი-მაისის პერიოდში, ყოველ ხუთშაბათს, სტუდენტები შეხვდებიან ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოსა (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს) და საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენლებს. მათ ექნებათ შესაძლებლობა, გამართონ დისკუსია, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკასა და სტრატეგიული დოკუმენტების, ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივასა და საჯარო სამსახურის სფეროში მიმდინარე რეფორმების შესახებ.

საჯარო ლექცია/დისკუსიის ფარგლებში, განხილული იქნება ისეთი საკითხები როგორიცაა:

- მოქალაქეთა უფლებები და მოვალეობები კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში;

- სახელმწიფოს ვალდებულებები გამჭვირვალობასა და ღიაობის თვალსაზრისით;

- როგორ მივიღოთ მონაწილეობა ქვეყნის ანტიკორუფციული პოლიტიკის ფორმირებაში?

- რა როლი აქვს საზოგადოების ჩართულობას კორუფციის წინაღმდეგ ბრძოლაში? ვის მივმართოთ ?

ანტიკორუფციულ საკითხებზე საინფორმაციო კამპანიის წარმოება გაგრძელდება მომავალშიც და მოიცავს საქართველოში აკრედიტებულ ყველა უმაღლეს სასწავლებელს.

დღის წესრიგი და აპლიკაციის ფორმა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

გულისა კახნიაშვილი  (+995 599) 85 00 44; gkakhniashvili@justice.gov.ge

ნინო ბეჟაშვილი (+995 555) 11 47 74; nbezhashvili@tcj.gov.ge

გისურვებთ წარმატებას!