სიახლეები

სალომე აბესაძე

დაიბადა 1991 წლის 20 იანვარს. 2013 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, პოლიტიკის მეცნიერების ბაკალავრის აკადემიური ხარისხით. ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ, ამავე უნივერსიტეტში სწავლა გააგრძელა მედია და ახალი ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამაზე.                                                                                         

სალომე აბესაძის სამუშაო გამოცდილება უკავშირდება საქმიანობის შემდეგ სფეროებს: ACT საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და სტრატეგიული კონსალტინგის კომპანია (კვლევითი პროექტები), არასამთავრობო ორგანიზაცია ფონდი "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის"(სტაჟირება). იგი არის  არაერთი კონფერენციის, ტრენინგის მონაწილე. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

როცა გავიგე, რომ მოვხვდი პროექტში ,,50 საჯარო მოხელე“  მივხვდი, რომ მომეცა შესანიშნავი შესაძლებლობა  ახალი ცოდნის შეძენისა და საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობის სახით.

სხვებისაგან გამორჩეული ვარ იმით, რომ მიმაჩნია - თითოეული ჩვენგანი თავისებურად უნიკალური და გამორჩეულია. ჩემს შემთხვევაში, რაც გამომარჩევს არის ის, რომ არასოდეს ვწყვეტ შემეცნების პროცესს.

ერთი რამ  რაც მინდა, რომ იცოდნენ ჩემს შესახებ არის ის, რომ  ვაცნობიერებ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც  პროექტში - “50 საჯარო მოხელე“ მონაწილეობით მეკისრება და ვეცდები, რომ ის ცოდნა და უნარები, რასაც ამ დროის განმავლობაში მივიღებ, გამოვიყენო ქვეყნის სასარგებლოდ.

ჩემი ცხოვრების დევიზია: ადამიანმა თავად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე და არასოდეს შეეშინდეს წარუმატებლობის, რადგან ეს უკანასკნელი წარმატების მნიშვნელოვანი ნაწილია.

ის რაც შთამაგონებს  არის... ყველაფერი, რამაც შეიძლება, დამაფიქროს.

ჩემი მომავლის კონცეფცია არის...ის, რაც თავად უნდა შევქმნა შრომით, ცოდნითა და მიზანდასახულობით.

5 წლის შემდეგ მე ვიქნები... წარმატებული საჯარო მოხელე.