სიახლეები

ტრენინგი "პრეზენტაციის უნარები"

რატომ დაინტერესდებით აღნიშნული ტრენინგით? სხვადასხვა კვლევით გამოვლინდა, რომ აუდიტორიის წინაშე პრეზენტაციის გაკეთების შიში ყოველთვის მოწინავე ადგილს იკავებს ყველაზე გავრცელებული ფობიების სიაში, შიში და ღელვა კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელისშემშლელი ფაქტორია წარმატებისთვის. თქვენ შეიძლება ძალიან კარგი იდეა გაქვთ, მაგრამ დაინტერესდება და დარწმუნდება თუ არა აუდიტორია თუ კონკრეტული პიროვნება, ეს თქვენს პრეზენტაციულ უნარებზეა დამოკიდებული. ეს ტრენინგი დაგეხმარებათ ეფექტიანად წარმოაჩინოთ როგორც თქვენი თავი, ასევე თქვენი იდეები და მოსაზრებები.
ტრენინგის თემები:
 პრეზენტაციის სახეები
 პრეზენტაციის მართვის ტექნიკები
 ვიზუალიზაცია პრეზენტაციის დროს
 პრეზენტაციის მიზნების ფორმულირება
 არავერბალური სიგნალები და შთაბეჭდილების მენეჯმენტი
ტრენინგის მიზანი:
ეფექტიანი პრეზენტაციის შესახებ აუცილებელი ცოდნის მიღება, პრეზენტაციის ძირითადი პრინციპების გაცნობა, ეფექტიანი პრეზენტაციისთვის საჭირო უნარების განვითარება.
ვის შეუძლია მონაწილეობა? ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვისაც სურვილი აქვს მიიღოს საბაზისო ინფორმაცია ეფექტიან პრეზენტაციასთან დაკავშირებული თეორიული საკითხების შესახებ და გაიუმჯობესოს საკუთარი პრეზენტაციული უნარები.

ტრენინგის თარიღები და განრიგი: ტრენინგი ჩატარდება18-19 მარტს. პროგრამა გრძელდება 2 დღეს (12 საათი), დღეში - 6 საათს (1100 - 1700 სთ).

ტრენინგს გაუძღვებიან სსიპ იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენერები.
მონაწილეობის საფასური: 200 ლარი. საფასური მოიცავს: სასწავლო მასალებს, სერტიფიკატს, კვებას - ტრენინგის განმავლობაში.

დაგვიკავშირდით:
ტრენინგზე რეგისტრაციისათვის აუცილებელია გამოაგზავნოთ თქვენი CV - 13 მარტამდე.

საკონტაქტო პირი:
ნინო ჩალაძე
E-mail – nchaladze@tcj.gov.ge;
T – 593 50 55 66.

დღის წესრიგი