სიახლეები

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის საზაფხულო სკოლა

მიმდინარე წლის 20-27 ივნისს საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის კომპლექსი  უმასპინძლებს საზაფხულო სკოლას, რომლის მიზანია, დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებში გაზარდოს ინტერესი საჯარო სამსახურის მიმართ, რათა მათ მომავალი განათლება დაუკავშირონ საჯარო მმართველობის სფეროს.

საზაფხულო სკოლის მონაწილეები გამოვლინდებიან  მათემატიკის ტურნირით, რომლის  მეშვეობით შედგება რეიტინგული სია და საქართველოს მასშტაბით შეირჩევა ათ-ათი მოსწავლე (7 მოსწავლე - კერძო და საჯარო სკოლებიდან, ხოლო  3-3 მოსწავლე ფიზიკა-მათემატიკური სკოლებიდან,)   მე-9, მე-10, მე-11 კლასებიდან (ჯამში 30 მოსწავლე), რომლებიც გაივლიან 5 დღიან ტრენინგ-პროგრამას საქართველოს  იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის კომპლექსში.  

საზაფხულო სკოლის, სასწავლო პროგრამა, მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:      

  •  გუნდური შეჭიდულობის ტრენინგი
  •  პიროვნული განვითარების ტრენინგი
  •  საჯარო სამსახურის სპეციფიკის გაცნობა
  •  სამოქალაქო განათლების საკითხები
  •  ინფორმაციული ტექნოლოგიები
  •  მსოფლიო ოლიმპიადაზე გამოყენებული მათემატიკური ამოცანების განხილვა

პროექტი განხორციელდება ორ ეტაპად:

პირველი ეტაპზე (შერჩევის საფეხური) პროექტში დარეგისტრირებული მოსწავლეები შეირჩევიან   მათემატიკის ტურნირის საშუალებით (მონაწილეობა უფასოა)

 მეორე ეტაპი მოიცავს  იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის კომპლექსში ზემოთ ჩამოთვლილ სწავლებებს. ტრენინგ-პროგრამის ბოლოს, მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატებს, მედლებსა და სხვა საჩუქრებს.

 

 მათემატიკის ტურნირი ჩატარდება 15 მაისს 11:00 საათზე საქართველოს შემდეგ ქალაქებში:

თბილისი -  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ბიბლიოთეკა. მის: უნივერსიტეტის ქუჩა N 11

ქუთაისი - ნ. ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი. მის: ირ. აბაშიძის N 22

ბათუმი - თავისუფალი უნივერსიტეტის შენობა. მის: ი. ჯავახიშვილის N 3 (ჩატარდება ორ ნაკადად 11:00 საათზე X, XI კლასელებისთვის და 15:00 საათზე IX კლასელებისთვის)

ზუგდიდი - სასულიერო გიმნაზიის შენობა. მის: თაბუკაშვილის N 76

თელავი - სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა. მის: ქართული უნივერსიტეტის ქ. N 1

 

რეგისტრაცია დასრულებულია.

 

საკონტაქტო პირი:

სალომე ქერქაძე; შალვა ქაშაკაშვილი

e-mail: skerkadze@tcj.gov.ge ;

ტელეფონი: + 995 599 809 444; 

სამუშაო საათები: 09:00 – 18:00 - შაბათ-კვირის გარდა