სიახლეები

ვერიკო გელენავა

დაიბადა 1992 წლის 22 ივლისს. 2010 წელს მედალზე დაამთავრა ქ. რუსთავის #2 საჯარო სკოლა. ამავე წელს ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვლის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მოიპოვა 100% სახელმწიფო გრანტი. 2014 წელს მიიღო ბაკალავრის ხარისხი სამართალმცოდნეობაში. 2014 წლიდან, ასევე 100% სახელმწიფო გრანტით, სწავლობს New Vision University-ის სამაგისტრო პროგრამაზე- შედარებითი კერძო და საერთაშორისო სამართალი.

სამუშაო გამოცდილება: უფასო იურიდიული დახმარების ცენტრი NVU-იურისტი; ქვემო ქართლის რეგიონალური ორგანიზაცია: ქალები უკეთესი მომავლისათვის-თანადამფუძნებელი/იურისტი; ქ. რუსთავის მერია - რეგისტრატორი; ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველო-მოხალისე/პროგამების ასისტენტი; ELSA Tbilisi - ოფის მენეჯერი.

მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საერთაშორისო პროქტში, როგორიცაა სახალხო დამცველის აპარატის, ადამიანის უფლებათა ცენტრისა და ეუთოს ერთობლივი პროექტი თურქეთში- International Human Right Summer School; IES & NESG-International summer School-liberty law and economics; Youth Space & სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო- ადამიანის უფლებები და სიძულვილის ენა. და სხვა.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

შეკითხევბზე პასუხი:

  • როცა გავიგე, რომ მოვხვდი პროექტში ,,50 საჯარო მოხელე“...

რა საკვირველია, პირველი რეაქცია იყო უზომო სიხარული, შემდგომ მალევე მოვიდა შეგრძნება იმისა, რომ ჩემ ცხოვრებაში იწყება ერთ-ერთი საუკეთესო, მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ეტაპი. ეტაპი, როდესაც შენ მხოლოდ შენს თავს აღარ ეკუთვნი.

 

  • სხვებისაგან გამორჩეული ვარ იმით, რომ მე ...
    მარტივად შემიძლია საქმის გამო საკუთარ სიამოვნებაზე უარის თქმა. დაწყებული საქმე ყოველთვის ბოლომდე მიმყავს. მაქვს უდიდესი მონდომება და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ამ სიტყვების საუკეთესო გაგბით- გადაწყვეტილების მიღების და მასზეპასუხისმგებლობის აღების უნარი.

 

  • ერთი რამ რაც მინდა, რომ იცოდნენ ჩემს შესახებ არის ის, რომ ჩემი აზრით ყველას და ყველაფერს აქვს დადებითი მხარე. ასევე, ჩემი ცხოვრების წარმმართველი პრინციპებია: მოთმინება, ქვლმოქმედება და მადლიერება.

 

  • ჩემი ცხოვრების დევიზია:თუ გინდა იწინასწარმატყველო მომავალი, შექმენი ის თავად. იპოვე შენი თავი, შენი საქმე და აკეთე ის რაც გიყვარს.

 

  • ის რაც შთამაგონებს  არის...   რეალობა. ყოველთვის შთამაგონებს ის, რაც ჩემ გარშემოა, ჩემ ირგვლივაა. ის, რაც არ მომწონს და რისი შეცვლის სურვილიც მიჩნდება. დიახ, დეტალებს აქვს მნიშვნელობა, სწორედ ისინი ქმნიან სრულყოფილებას.

 

 

  • ჩემი მომავლის კონცეფცია არის... უნდა იცხოვრო არა სიკვდილის შიშით, არამედ სიცოცხლის სიყვარულით.

 

  • 5 წლის შემდეგ მე ვიქნები...
  • წარმატებული, სახელმწიფოსთვის გამოსადეგი მოქალაქე და საჯარო მოხელე.