სიახლეები

მარიამ გელეტაშვილი

დაიბადა 1992 წელს, ქალაქ ზესტაფონში. მიღებული აქვს განათლება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2014 წელს მიენიჭა სოციალურ მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხი საზოგადოებრივი გეოგრაფიისა და სოციოლოგიის (მეორადი) სპეციალობით. 2014 წელს სწავლა გააგრძელა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე, სახელმწიფო მართვისა და საჯარო პოლიტიკის მიმართულებით.

2014 წლის ბოლოდან ერთი სემესტრის განმავლობაში სწავლობდა ჰელსინკის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე საჯარო პოლიტიკის მიმართულებით.

2010-2014 წლებში აქტიურად მონაწილეობდა  სხვადასხვა სტუდენტურ და სამეცნიერო კონფერენციებში, პარლამენტის მოდელირებებში, დებატების ტურნირებში. იყო  ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის აქტიური წევრი.  2014 წელს სტაჟირება წარმატებით გაიარა არასამთავრობო ორგანიზაციაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“.

მისი სამუშაო გამოცდილება დაკავშირებულია შემდეგ სფეროებთან: კვლევის ინტერვიუერი (შვეიცარიის აკადემიური განვითარების ქსელი), დამკვირვებელი საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე (საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო), რეგისტრატორი მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მოსამზადებელ სამუშაოებში (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური).

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

 

როცა გავიგე, რომ მოვხვდი პროექტში ,,50 საჯარო მოხელე“ მივხვდი, რომ გადავედი ცხოვრების ახალ ეტაპზე, ეტაპზე, რომელიც საშუალებას მომცემს რეალურად განვახორციელო დასახული მიზნები და აქტიური მონაწილე ვიყო საზოგადოებისათვის სასიკეთო ცვლილებების მოტანის პროცესში. გარდა ამისა, დამეუფლა სიამაყის გრძნობა, რომ აქამდე დაგროვებულ გამოცდილებას ფუჭად არ ჩაუვლია და შრომამ და მიზანდასახულობამ შედეგი გამოიღო. ეს იყო  ახალი გამოწვევის მიღების სიხარული.

სხვებისაგან გამორჩეული ვარ იმით, რომ მე მე ვარ და არა სხვა.

ერთი რამ რაც მინდა, რომ იცოდნენ ჩემს შესახებ არის ის, რომ სამართლიანობა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

ჩემი ცხოვრების დევიზია: „იმედის ანაბარა ცხოვრებას უიმედოდ ბრძოლა სჯობია“ ოთარ ჭილაძე

ის რაც შთამაგონებს  არის ცხოვრება, რომელიც მშვენიერია.

ჩემი მომავლის კონცეფცია არის ღირებულებათა სისტემა, რომელიც მოიცავს სამართლიანობას, ნოვატორობას, საქმის ერთგულებასა და მზრუნველობას, ქვეყნის განვითარების პროცესში აქტიური მონაწილეობას.  

5 წლის შემდეგ მე ვიქნები უკეთესი საქართველოს ღირსეული მოქალაქე.