სიახლეები

არჩილ ხაჩიძე

 

დაიბადა 1990 წელს, თბილისში. 2012 წელს დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ევროპისმცოდნეობისა და თავისუფალი მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამები. 2014 წლიდან სწავლობს ამავე უნივერსიტეტში საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე.

აქვს მრავალმხრივი სამუშაო გამოცდილება. ამჟამად ბაკალავრებისთვის კითხულობს  კურსის - „შესავალი თანამედროვე აზროვნებაში“ სემინარებს. პერიოდულად მონაწილეობს კვლევებში და ეწევა სხვადასხვა აკადემიურ საქმიანობას.

ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.

 

  • როცა გავიგე, რომ მოვხვდი პროექტში ,,50 საჯარო მოხელე“გამიხარდა. საჯარო პოლიტიკა, როგორც მეცნიერება, ჯერ მხოლოდ რამდენიმე წელს ითვლის საქართველოში, ამიტომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ პროექტში მონაწილეობა.

 

  • სხვებისაგან გამორჩეული ვარ იმით, რომ ჩემნაირი მეორე არ დადის ქვეყნად. არ არსებობს ბუნებაში იდენტური საგნები. ყველაფერი ერთმანეთისგან განსხვავდება. ყველაზე მეტად ალბათ რკინის ნერვებით გამოვირჩევი.

 

  • ერთი რამ რაც მინდა, რომ იცოდნენ ჩემს შესახებ  -არ არის მსგავსი რამ. ყოველთვის ვამბობ იმას, რაც მინდა რომ იცოდნენ.
  • ჩემი ცხოვრების დევიზია:„ბედნიერება მაშინაა ნამდვილი, როცა უზიარებ“. ყველაფერი ცვალებადია, ყველაფერი გადახედვას ექვემდებარება. მათ მხოლოდ ერთი რამ აერთიანებთ: კაპიკია მათი ფასი გაზიარების გარეშე.

 

  • ის რაც შთამაგონებს  არის  სიახლის გაგების სურვილი. არ არსებობს ამაზე დიდი სიამოვნება და მოტივაცია.

 

  • ჩემი მომავლის კონცეფცია არისვიყო ღია ყველაფრის მიმართ. ფორესტ გამპის დედა ამბობდა: ცხოვრება „ბამბანერკას“ გავს, არასდროს იცი რა შეგხვდება.

 

  • 5 წლის შემდეგ მე ვიქნები... თუ ხუთი წლის შემდეგ მე ვიქნები იქ, სადაც ახლა წარმომიდგენია, ეს ნიშნავს, რომ ამ პერიოდს ძალიან მოსაწყენად ჩაუვლია.