სიახლეები

შორენა ყუბანეიშვილი

 

დაიბადა 1992 წელს ქალაქ თერჯოლაში. 2009 წელს წარმატებით დაასრულა ქ.ქუთაისის ან. რაზმაძის სახელობის #41 ფიზიკა–მათემატიკური საჯარო სკოლა. 2014 წელს მიიღო ბაკალავრის ხარისხი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებში, საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულებით. 2014 წელს სწავლა განაგრძო TEMPUS-ის ინტერდისციპლინარულ და ინტერსაუნივერსიტეტო სამაგისტრო პროგრამაზე კავკასიის უნივერსიტეტში, ევროპული ინტეგრაციისა და შრომითი ურთიერთობის (EIGER)  პროგრამაზე. 2012 წელს მონაწილეობა აქვს მიღებული შვეიცარია–კავკასიის აკადემიური ქსელის მიერ ჩატარებულ დევნილთა საყოფაცხოვრებო პრობლემების კვლევაში.

2014 წელს წარმატებით გაიარა  ფინანსთა სამინისტროს აკადემიისა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების  საელჩოს თანამშრომლობით განხორციელებული ტრენინგი: „ლიდერობა და მართვა“.  2015 წელს მოხვდა 8  საუკეთესო დელეგატს შორის YES Georgia-ს მიერ ორგანიზებულ პროექტში „ევროკაშირის მოდელირება 2015“–MEU2015. ამავე წელს გაიარა სტაჟირება არასამათავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება XXI”–ში პროექტების მართვის განხრით. 2015 წელსვე წარმატებით დაასრულა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიისა და ქ.თბილისის მერიის მხარდაჭერით ორგანიზებული ტრენინგი „სამეწარმეო და საგადასახადო კანონმდებლობა“.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს, ასევე შეისწავლის გერმანულ ენას.

როცა გავიგე, რომ მოვხვდი პროექტში „50 საჯარო მოხელე“ სამართლიანობის, ბრძოლის, თვითრეალიზებისა და წარმატების განცდა დამეუფლა.

ზოგადად სხვებისგან გამორჩეული ვარ იმით, რომ შემიძლია დროის კარგი მენეჯმენტი, თავდაუზოგავი შრომა და გამაჩნია სტრატეგიების გათვლის კარგი უნარი.

ერთი რამ, რაც ჩემს შესახებ მინდა, რომ იცოდნენ  არის თვითრეალიზების დიდი სურვილი, დასახული მიზნის მიღწევის პროცესში.

ჩემი ცხოვრების დევიზია - განათლება ყველაზე ძლიერი იარაღია, რომელიც მსოფლიოს შეცვლისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ. (ნელსონ მანდელა).

ის რაც შთამაგონებს არის კეთილდღეობის და ჯანსაღი კონკურენციის  განვითარება ქართულ საზოგადოებაში.

ჩემი მომავლის კონცეფცია არის საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებით, თვითრწმენით, სამართლიანობით, ჰუმანურობითა და სიძლიერით შევძლო არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის არამედ გარშემომყოფთათვისაც ბედნიერების მოტანა.

5 წლის შემდეგ მე ვიქნები ერთ–ერთი წარმატებული საჯარო მოხელე, რომელიც დაიცავს, აღასრულებს კანონით  განსაზღვრულ უფლება–მოვალეობებს და ხელს შეუწყობს საჯარო სამსახურის განვითარებას, როგორც უმნიშვნელოვანეს ბერკეტს ჯანსაღი სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის.