სიახლეები

ნინო დემურაძე

 

დაიბადა 1992 წელს, ქალაქ რუსთავში. დაამთავრა ქ. თბილისის 145-ე საჯარო სკოლა ოქროს მედალზე. მიღებული აქვს განათლება ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2014 წელს მიენიჭა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. ამჟამად აგრძელებს სწავლას მაგისტრატურის საფეხურზე, სამართალმცოდნეობის მიმართულებით. 2012 წელს გაიარა სტაჟირება ისანი-სამგორის რაიონის გამგეობაში. აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა პროექტებში და კონფერენციებში. შესრულებული აქვს ნაშრომები შემდეგ თემებზე: - ,,ვინდიკაცია და მისი კონკურენცია კონდიქციასთან“, ,,დისკრიმინაცია შრომით წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში“, ,,ადმინისტრაციული საჩივრის სახეები“, ,,ინტერესთა კონფლიქტი უძრავი ნივთის მესაკუთრესა და კეთილსინდისიერ შემძენს შორის“ და ,,ადმინისტრაციული აქტის აღსრულება“.

ამჟამად აგრძელებს მუშაობას სამაგისტრო ნაშრომზე.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

 

როცა გავიგე, რომ მოვხვდი პროექტში ,,50 საჯარო მოხელე“  ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა ვინაიდან მივხვდი, რომ ეს იქნებოდა ჩემს პიროვნულ და პროფესიოულ განვითარებაში ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი.

სხვებისგან გამორჩეული ვარ იმით, რომ მაქვს მძაფრად განვითარებული მუდმივი  სამართლიანობის წყურვილი, ჩემს ირგვლივ არსებულ ყველა სფეროში. არასდროს ვეგუები უსამართლობას.

ერთი რამ რაც მინდა, რომ იცოდნენ ჩემს შესახებ არის ის, რომ მე ვგრძობ ჩემზე დაკისრებულ უდიდეს პასუხისმგებლობას ამ პროექტში და მაქსიმალურად ვეცდები, რომ გავამართლო ყველა გულშემატკივარი ადამიანის იმედი.

ჩემი ცხოვრების დევიზია: ,,ყოველი მამულიშვილი თავის სამშობლოს უნდა ემსახუროს მთელი თავისი ძალ-ღონით, თანამოძმეთა სარგებლობაზე უნდა ფიქრობდეს და, რამდენადაც გონივრული იქნება მისი შრომა, რამდენადაც სასარგებლო იქნება მშობელი ქვეყნისთვის მისი ღვაწლი, იმდენადვე სასარგებლო იქნება მთელი კაცობრიობისათვის.“ ვაჟა-ფშაველა

ის რაც შთამაგონებს არის  ჩემი სამშობლო და ოჯახი.

ჩემი მომავლის კონცეფცია არის ის, რომ რაც შეიძლება მალე ვიხილო ჩემი სამშობლო არა განვითარებადი, არამედ განვითარებული ქვეყნების რიგებში და მეც შევიტანო ჩემი წვლილი ამაში, როგორც ქვეყნის ერთგულმა საჯარო მოხელემ.

5 წლის შემდეგ მე ვიქნები ღირსეული საჯარო მოხელე.