სიახლეები

სამუშაო ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორი ნუგზარ კაკულია და სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი მაია ხოსიტაშვილი სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ, სადაც თურქეთის იუსტიციის აკადემიაში შეხვედრები გამართეს.

მხარეებმა ერთმანეთს თანამშრომელთა მომზადების და გადამზადების საკითხის მიმართ არსებული გამოცდილება გაუზიარეს. საქართველოს დელეგაცია ასევე თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლოს, პრობაციის ოფისისა და მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებს შეხვდა.

ვიზიტი თურქეთის იუსტიციის აკადემიასა და საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა და მიზნად ისახავდა სწავლებისა და განვითარების სფეროში გამოცდილების გაზიარებას.