სიახლეები

საჯარო ფინანსები არაფინანსისტებისთვის

სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი“ გთავაზობთ ტრენინგს შემდეგ თემაზე:

„საჯარო ფინანსები არაფინანსისტებისთვის“

 

პროგრამის აღწერა  : ტრენინგების კურსი მოიცავს მონაწილეებისთვის ზოგადი ცოდნის გადაცემას საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ. პროგრამის ფარგლებში შევეხებით საკითხებს იმის თაობაზე, თუ რა პრინციპებს ეფუძნება საქართველოს საბიუჯეტო სისტემა, რა ელემენტებისგან შედგება იგი და როგორაა მოწყობილი ეს სისტემა. ზოგადი აღწერის და განმარტებების შემდგომ, შედარებით დეტალურად მიმოვიხილული იქნება საბიუჯეტო სისტემის შემადგენელ ნაწილებს. განხილული იქნება თუ რა არის საბიუჯეტო პროცესი, რა ეტაპებისგან შედგება იგი და რა პერიოდზე გრძელდება. პროგრამა აგრეთვე მოიცავს საკითხებს იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, როგორ მზადდება სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის დოკუმენტი, რა შემადგენელ დოკუმენტებზე მიმდინარეობს მუშაობა საბიუჯეტო წლის განმავლობაში, რა არის პროგრამული ბიუჯეტი, რა უპირატესობა აქვს მას მანამდე არსებულ ორგანიზაციულ ბიუჯეტთან შედარებით. რა გაუმჯობესდა პროგრამული ბიუჯეტის შემოღებით. სატრენინგო კურსში ასევე შეეხება თუ რა არის საბიუჯეტო კლასიფიკაცია, მიმოვიხილავთ მის შემადგენელ ცალკეულ კლასიფიკაციებს.  პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია როგორც პრეზენტაციის ფორმატში თეორიული მასალის მიწოდება, ასევე პრაქტიკული სავარჯიშოები, ინტერაქიტული და შემეცნებითი მაგალითების განხილვა.

ტრენინგის მიზანი :

ტრენინგ მოდულის მიზანია მონაწილეებმა აიმაღლონ ზოგადი ცოდნა საქართველოს საბიუჯეტო სისტემის თაობაზე, აქტიურად მიიღონ მოაწილეობა ინტერაქტიულ-შემეცნებით სამუშაოებში და გამოიმუშაონ ის უნარ-ჩვევები, რომლებიც გამოადგებათ საჯარო სამსახურში შემდგომი მუშაობის დროს, ვინაიდან საბიუჯეტო პროცესებში, მისი სპეციფიკის გათვალისწინებით, არა მხოლოდ ფინანსისტები არიან ჩართულნი, არამედ ყველა სფეროს, დარგის და მიმართულების სპეციალისტებო, რათა მოახდინონ თავიანთი პროგრამების/ღონისძიებების ადეკვატურად ასახვა მთავარ ფინანსურ დოკუმენტში.

ტრენინგი მოიცავს შემდეგ თემატიკას:

  • საჯარო ფინანსების მართვის სისტემა
  • საჯარო ფინანსების მართვის ორგანოები
  • საბიუჯეტო  სისტემის მოწყობის პრინციპები
  • საბიუჯეტო პროცესის ეტაპები
  • საბიუჯეტო პრიორიტეტები და სტრატეგიები
  • ბიუჯეტის პროექტის მომზადება
  • ბიუჯეტის დაბალანსება
  • ბიუჯეტის შესრულების ეტაპი
  • ბიუჯეტის ანგარიშგების ეტაპი
  • ბიუჯეტის კონტროლი და აუდიტი
    •  ძირითადი საბიუჯეტო დოკუმენტები და ტერმინები
    • მნიშვნელოვანი დოკუმენტების განხილვა პრაქტიკული მაგალითების მიხედვით
    • პროგრამული ბიუჯეტირების არსი
    • ორგანიზაციული ბიუჯეტირება
    • პროგრამული ბიუჯეტირების უპირატესობა
    • პროგრამული ბიუჯეტირების სამუშაო ჯგუფი
    • საბიუჯეტო კლასიფიკაციის არსი და მნიშვნელობა
    • შემოსავლების კლასიფიკაცია ზოგადად
    • ხარჯების კლასიფიკაცია ზოგადად
    • ფინანსური აქტივების  და ვალდებულებების კლასიფიკაცია ზოგადად

 

შედეგი:

ტრენინგზე მიღებული ცოდნის საფუძველზე მონაწილეები შეძლებენ აქტიურად მიიღონ მონაწილეობა შემდგომში დამსაქმებელი ორგანიზაციების საბიუჯეტო პროცესებში. ორგანიზაციის ბიუჯეტებში სწორად ასახონ თავიანთი მიმართულების პროგრამები. ისინი მიღებული ცოდნის საფუძველზე შეძლებენ მოიპოვონ დაფინანსება ამა თუ იმ მიმართულებისთვის, რადგან შეძლებენ სწორად მიაწოდონ და წარმოადგინონ ინფორმაცია თავიანთ სფეროში განსახორციელებელი პროგრამების/პროექტების შესახებ. გარდა ამისა, შეძლებენ სწორად შეაფასონ მათ სფეროში მიმდინარე პროგრამების შესრულება. ეცოდინებათ რას მიაქციონ ყურადღება, როდესაც მათგან ხელმძღვანელობა მოითხოვს მათ პასუხისმგებლობაში არსებული პროგრამების შესრულების შესახებ ინფორმაციას.

 

კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეები მიიღებენ სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის“  სერტიფიკატს „საჯარო ფინანსები არაფინანსისტებისთვის“.                                                                                                                                                    

საკონტაქტო ინფორმაცია:

ელ-ფოსტა: skerkadze@tcj.gov.ge 

მობ: 597444416

მისამართი:  ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაის 3ა