სიახლეები

ტესტირება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ეროვნული შეჯიბრის დასკვნით ეტაპზე გადასასვლელად

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში მიმდინარეობს ტესტირება, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ეროვნული შეჯიბრის დასკვნით ეტაპზე გადასასვლელად   ტესტირება მიმდინარეობს . 27-29 მაისს, საუკეთესო 6 გუნდი (18 მონაწილე) გაემგზავრება ყვარლის სასწავლო ცენტრში, სადაც გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი და საუკეთესო სპიკერი.

აღნიშნული პროექტის აქტიური მხარდამჭერია იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტი. 

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი პროექტის, ჰუმანიტარული სამართლის ეროვნული შეჯიბრის ფარგლებში, მიმდინარე წლის 22 აპრილიდან 16 მაისის ჩათვლით, იუსტიციის სამინისტროში განხორციელდა ლექციების კურსი.