სიახლეები

გახდი იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენერი!

 

ჩაერთე პროექტში ,,სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოფლებში“

თუ გაქვთ სოციალური უნარების მიმართულებით ტრენინგების ჩატარების  გამოცდილება, გეძლევათ შესაძლებლობა ჩაერთოთ იუსტიციის სასწვალო ცენტრის რეგიონულ პროექტში მოწვეული ტრენერის სტატუსით.

თემები:

    1.კომუნიკაცია

    2.კონფლიქტის მართვა

    3.დროის მართვა

    4.პროექტის მართვა

    5.პროექტის წერა

 

რას მიიღებთ პროექტში ჩართვით:

    ✔ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში (33 სოფელი) ტრენინგის ჩატარების გამოცდილება
    ✔ სოფლის მოსახლეობის პიროვნული  და სოციალური უნარების განვითარების პროცესში მონაწილეობა
    ✔ იუსტიციის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობის გამოცდილება და პერსპექტივა
    ✔ იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენინგ-მოდულების გაზიარება
    ✔ ტრენერთა ტრენინგი იუსტიციის სასწავლო ცენტრში
    ✔ დღიური ანაზღაურება 90 ლარი (დარიცხული).

ტრენინგები ჩატარდება სამუშაო და უქმე დღეებში. თითოეული ტრენინგის ხანგრძლივობა არის 3 საათი (2 სესია). შერჩეული ტრენერები გადამზადდებიან და იუსტიციის სასწავლო ცენტრის პროგრამებით/მოდულებით განახორცილებენ სწავლებას.

დაგვიკავშირდით:

პროექტში ჩართვისთვის ელექტრონული ფოსტის მითითებულ მისამართზე გამოაგზავნოთ:

  •  რეზიუმე/CV;
  •  ინფორმაცია ტრენერად მუშაობის გამოცდილების შესახებ: ა) ჩატარებული ტრენინგების თემატიკა, ბ) დამკვეთი ორგანიზაციები, გ) სამიზნე ჯგუფები;
  •  ტრენერთა ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ასლი.


საკონტაქტო პირი: მაია ხოსიტაშვილი
თელ: 577 50 28 09
E-mail: mkhositashvili@tcj.gov.ge