სიახლეები

ტრენინგი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის

6 ივლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების წარმომადგენელთათვის ჩატარდა ტრენინგი „საქართველოს კანონი საჯარო სამსახურის შესახებ“, რომელსაც უძღვებოდა იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენერი, ნინო რომაშვილი.

 

ტრენინგი წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში. მონაწილეებმა დააზუსტეს  საჯარო სამსახურის რეფორმირებასთან და საკანონმდებლო ნოვაციებთან დაკავშირებით მათთვის საინტერესო საკითხები.

 

ტრენინგის დასრულების შემდგომ გაიცა სერტიფიკატები.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი რეგულარულად სთავაზობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების წარმომადგენლებს სხვადასხვა ტრენინგის გავლის შესაძლებლობას.