სიახლეები

1-17 ივლისი - საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის საზაფხულო სკოლა ყვარლის კომპლექსში



მე-9, მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეები  იუსტიციის სასწავლო ცენტრის საზაფხულო სკოლას სტუმრობენ.

ბავშვები ეცნობიან ისეთ თემებს, როგორიცაა: სახელმწიფოს ინსტიტუტების დანიშნულება და მათი როლი ადამიანთა ცხოვრებაში,  სახელმწიფოს შექმნის ფსიქოლოგიური საფუძვლები; ადამიანი, როგორც პიროვნება და მოქალაქე და მოქალაქის როლი საჯარო მმართველობის ყოველ ეტაპზე.

გარდა სასწავლო პროგრამებისა, ხელმძღვანელების მიერ შეირჩა გუნდის ფორმირების სპეციალური პროგრამა,სხვადასხვა ღონისძიებები, რომელიც მიმართულია ახალგაზრდების გუნდის შეკვრისთვის, გუნდის წევრებს შორის მიმღებლობის გაზრდისაკენ და პოზიტიური განწყობის ჩამოყალიბებისაკენ.  

პროექტის მიზანია ახალგაზრდებში საჯარო სამსახურის მუშაობის პრინციპების გაცნობა, საჯარო მმართველობის მიმართ ინტერესის გაღრმავება და სამოქალაქო ღირებულებების გათვითცნობიერება.  

მონაწილეთა შერჩევა მოხდა  ერთეტაპიანი მათემატიკის ტურით.

პროექტი ხორციელდება - საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის,  ინოვაციების და  რეფორმების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით.