სიახლეები

სასწავლო ცენტრმა დაიწყო რეგისტრაცია უძრავი ნივთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს შესრულებაზე უფლებამოსილების მაძიებელი პირის (მიწის ამზომველის) სასერტიფიკაციო გამოცდაზე

საბუთები მიიღება 13 ნოემბრიდან 22 ნოემბრის ჩათვლით.

საბუთები მიიღება ელ. ფოსტისმისამართზე- certification@tcj.gov.ge

ინფორმაციას გამოცდის თარიღის შესახებ განმცხადებლები მიიღებენ რეგისტრაციის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

სასერტიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის საფასურია 400 ლარი.

სერტიფიკატის მაძიებელი პირის განცხადების ფორმა და განცხადებაზე თანდასართავი დოკუმენტები:

  • განცხადების ფორმა (იხ. დანართი);
  • პირადობის მოწმობის/პასპორტის/მართვის მოწმობის ასლი;
  • CV/რეზიუმე;
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი);
  • საკადასტრო სამუშაოების შესრულების არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილების ან საკადასტრო სამუშაოების შესრულებაზე უფლებამოსილი პირის მოსამზადებელი საკვალიფიკაციო სასწავლო კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სერტიფიკატის მაძიებელი პირისადმიწაყენებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • არანაკლებ 21 წლის ასაკი;
  • ქმედუნარიანობა;
  • საქართველოში საცხოვრებელ ადგილას რეგისტრაცია;
  • ქართული ენის ცოდნა;
  • შესაბამის სპეციალობაში (სპეციალობები: საინჟინროგეოდეზია და გეოინფორმატიკა; გეოგრაფიასამთო და გეოინჟინერია) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი (თუ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ განათლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულია ჩამოთვლილთაგან განსხვავებული სახელწოდების, მაგრამ ეკვივალენტი სპეციალობა, განმცხადებელს საშუალება მიეცემა უტყუარი დოკუმენტების წარმოდგენის საფუძველზე დაადასტუროს მისი განათლების შესაბამისობა მოცემულ სპეციალობებთან) ან საკადასტრო სამუშაოების შესრულების არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება ან საკადასტრო სამუშაოების შესრულებაზე უფლებამოსილი პირის მოსამზადებელი საკვალიფიკაციო სასწავლო კურსის გავლა.

სერტიფიკატის მაძიებელი პირისადმი წაყენებული კომპეტენტურობის მოთხოვნები:

  • უძრავ ნივთებზე უფლებების რეგისტრაციის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების ცოდნა და პრაქტიკულ საქმიანობაში უძრავ ნივთებზე უფლებების რეგისტრაციასთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადებისას ამ ცოდნის გამოყენების უნარი;
  • გეოდეზია-კარტოგრაფიის თეორიული საფუძვლების ცოდნა და პრაქტიკულ საქმიანობაში საკადასტრო სამუშაოების შესრულებისას ამ ცოდნის გამოყენების უნარი;
  • გეოინფორმაციული სისტემის თეორიული საფუძვლების ცოდნა და პრაქტიკულ საქმიანობაში უძრავი ნივთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი მონაცემების კამერალური დამუშავებისას ამ ცოდნის გამოყენების უნარი;
  • საკადასტრო სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევები; მაღალი სიზუსტის გეოდეზიური ხელსაწყოების და მეთოდების საველე გამოყენება, მონაცემების კამერალური დამუშავება და დადგენილი ფორმით სათანადო დოკუმენტების მომზადება. 

იხილეთ სერტიფიკაციის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაცია:

  სასწავლო ცენტრი პირველისაჯარო დაწესებულებაა, რომელმაც ამზომველების სერტიფიკაციის უფლება მოიპოვამიიღო შესაბამისი აკრედიტაცია და დადებითად შეფასდა ხარისხის მართვის (ისო/იეკ 17024:2012/2014) სტანდარტთან შესაბამისობაზე

იხ.აკრედიტაციის მოწმობა 

დამატებითი ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით ნომერზე: (032) 2 942265