სიახლეები

პროექტი "სტუდენტური თვე" დასრულდა

 იუსტიციის სასწავლო სასწავლო ცენტრში, სოციალური მიმართულების ტრენინგი თემაზე: "სტრესის მართვა" გაიმართა, რითაც დასრულდა პროექტი "სტუდენტური თვე". სწავლების ბოლოს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. ტრენინგი სასწავლო ცენტრის ტრენერმა, ნინო ელბაქიძემ ჩაატარა. 


სტუდენტური თვის ფარგლებში მონაწილეებს 9 სხვადასხვა თემაზე ჩაუტარდათ ტრენინგები, ესენია: ეფექტიანი კომუნიკაცია, სტრესის მართვა, შრომის სამართალი არაიურისტებისთვის, პერსონალური მონაცემების დაცვა და საჯაროობის სამართლებრივი მოწესრიგება, სამართალი და ადამიანის უფლებები, სისხლის სამართლის პრაქტიკული საკითხები, ბიზნეს სამართალი, Microsoft Excel და „Microsoft PowerPoint“.


 პროექტის საშუალებით ბაკალავრისა და მაგისტრატურის სტუდენტებს შესაძლებლობა ქონდათ გაევლოთ სასწავლო ცენტრის ტრენინგები სპეციალურ ფასად, 50 ლარად. 
იუსტიციის სასწავლო ცენტრის  ახალგაზრდული პროექტი 19 სექტემბერს დაიწყო მიზნად ისახავდა სტუდენტებისთვის მეტად ხელმისაწვდომი გაგვეხადა ტრენინგები, რომელებიც მათი კვალიფიკაციის ამაღლებას და სოციალური უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს.