სიახლეები

პროექტი - "სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება" დასრულდა

სამი თვის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, ტრენინგები ჩაუტარდა 5,410 ადამიანს. პროექტის ფარგლებში გამოვლინდა ყველაზე აქტიური სამი სოფელი: ხრეითი - 457 მონაწილე, მეჯვრისხევი 327, სართიჭალა - 313.

იურიდიული და სოციალური მიმართულების ტრენინგები უფასოდ საქართველოს 33 სოფლის საზოგადოებრივ ცენტრში, 1 ივლისიდან 30 სექტემბრამდე მიმდინარეობდა. პროექტის მიზანად ისახავდა სწავლებისა და განვითარების პროგრამების ხელმისაწვდომობის გზით სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას, ასევე, პიროვნული განვითარების ხელშეწყობას.

ტრენინგები მოიცავდა შემდეგ 10 თემას:

1.სამართალი და ადამიანის უფლებები
2.კონსტიტუციურ ორგანოთა სისტემა და ადგილობრივი თვითმმართველობა
3.სამეწარმეო და საგადასახადო სამართლის საბაზისო ცნებები
4.რა არის ევროკავშირი?
5.რა არის დისკრიმინაცია?
6.ეფექტიანი კომუნიკაცია
7.კონფლიქტის მართვა
8.დროის მართვა
9.პროექტის მართვა
10.პროექტის წერა

პროექტში მონაწილეობის მიღება შსაძლებლობა ჰქონდა ნებისმიერ მსურველს, რომელიც გაივლიდა რეგისტრაციას და აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

  • იყო იმ სოფლიდან, სადაც განთავსებულია საზოგადოებრივი ცენტრი, ტრენინგზე დასწრების შესაძლებლობა ქონდათ ასევე მიმდებარე სოფლის მცხოვრებლებსაც;
  • იყო 18-დან 65 წლამდე;
  • სურდა მიეღო ინფორმაცია საკუთარი სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ;
  • დაინტერესებული იყო სოციალური უნარების განვითარებით

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელი იყო ორი გზით:

  • სარეგისტრაციო ფორმის შევსება სოფლებში არსებულ საზოგადოებრივ ცენტრებში;
  • სარეგისტრაციო ფორმის შევსება ვებგვერდზე: tcj.gov.ge

სწავლება ჩატარდა შემდეგ სოფლებში:

1. შაშიანი

2. სართიჭალა

3. გომი

4. რუისი

5. ჭალადიდი

6. ხევი

7. მანგლისი

8. კოდა

9. ფოკა

10. ნიგოითი

11. ჯვარი

12. შორაპანი

13. ყვარელწყალი

14. მუხაესტატე

15. გეგუთი

16. მეჯვრისხევი

17. კაჭრეთი

18. ხიდისთავი

19. ნუკრიანი

20. კორბოული

21. ღორეშა

22. კაზრეთი

23. შილდა

24. ორსანტია

25. ქვემო ნატანები

26. კაბალი

27. დაბა ლენტეხი

28. დაბა ჩაქვი

29. ხრეითი

30. სადახლო

31. რუხი

32. დიდი ჯიხაიში

33. მარტყოფი