სიახლეები

უფასო იურიდიული მიმართულების ტრენინგები, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში 5 დეკემბრიდან 9 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება ადამიანის უფლებების კვირეული.

კვირეულის ფარგლებში 3 საათიანი ტრენინგები ჩატარდება ყოველ დღე, შემდეგი თემებზე:

1. ადამიანის ღირსება, როგორც ძირითადი უფლება

2. პირადი ცხოვრების და პირადი კომუნიკაციის ხელშეუხებლობა

3. გამოხატვის თავისუფლება

4. შემოქმედებითი თავისუფლება

5. თავისუფლების ძირითადი უფლება, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება, უდანაშაულობის პრეზუმფცია

ტრენინგზე მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევა ნებისმიერ დაინტერსებულ პირს, ვინც გაივლის რეგისტრაციას მოცემულ ბმულზე - https://goo.gl/forms/2BUIfVJkwntwxMlp2 

ტრენინგზე მონაწილეთა ადგილები შეზღუდულია. შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირება იუსტიციის სასწავლო ცენტრის წარმომადგენელი. 

ტრენინგებს ჩაატარებენ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის კლინიკის მონაწილეები-თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის, იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტები.

10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეს საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი ყოველწლიურად აღნიშნავს სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზებით, რომელთა მიზანია საზოგადოებაში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა.

ტრენინგის ბოლოს გაიცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

ტრენინგების განრიგი