სიახლეები

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე 2016 წელი

 

   საქართველოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს (ანტიკორუფციული საბჭო) სამდივნო - იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი და საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი, საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან თანამშრომლობით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მოდელირებას გამართავს.

- 14 დეკემბერს 10:00 საათზე, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში (სანდრო ეულის 3ა) გაიმართება ანტიკორუფციული საბჭოს მოდელირება

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრის მეოთხე კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტებს. მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა უნდა შეავსონ განაცხადი არაუგვიანეს 6 დეკემბრისა შემდეგი ბმულის მეშვეობით: https://goo.gl/SP4JQW 

კონკურსის საფუძველზე, შეირჩევა 14 წარმატებული სტუდენტი, რომლებსაც იუსტიციის სამინისტროში ჩაუტარდებათ საინფორმაციო ლექცია და გადანაწილდება როლები მონაწილეებს შორის. ანტიკორუფციული საბჭოს მოდელირების დასრულების შემდეგ, გაიმართება სერთიფიკატების გადაცემისა და დაჯილდოების ცერემონიალი.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

მარიამ თუთბერიძე  (+995 577) 12 70 42; mtutberidze@justice.gov.ge

მარიამ გელეტაშვილი (+995 558) 99 58 39; mgeletashvili@tcj.gov.ge

 

გისურვებთ წარმატებას!