სიახლეები

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე 2016 წელი - შერჩეული მონაწილეები

 

საქართველოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს (ანტიკორუფციული საბჭო) სამდივნო - იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან, საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან თანამშრომლობით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მოდელირებას მართავს.

- 14 დეკემბერს 10:00 საათზე, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში (სანდრო ეულის 3ა) გაიმართება ანტიკორუფციული საბჭოს მოდელირება.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად სულ დარეგისტრირდა 67 სტუდენტი. შემოსული აპლიკაციების საფუძველზე შეირჩა 14  მონაწილე (იხ. თანდართული ფაილი)

კონკურსის საფუძველზე შერჩეულ წარმატებულ მონაწილეებს იუსტიციის სამინისტროში ორშაბათს 12 დეკემბერს 12:00 სთ-ზე ჩაუტარდებათ საინფორმაციო ლექცია და გადანაწილდება როლები მონაწილეებს შორის. ანტიკორუფციული საბჭოს მოდელირების დასრულების შემდეგ, გაიმართება სერთიფიკატების გადაცემისა და დაჯილდოების ცერემონიალი.

 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

მარიამ თუთბერიძე  (+995 577) 12 70 42; mtutberidze@justice.gov.ge

ნინო ბეჟაშვილი (+995 555) 11 47 74; nbezhashvili@tcj.gov.ge

 

გისურვებთ წარმატებას!