სიახლეები

„ადამიანის უფლებების კვირეული“ დასრულდა

იუსტიციის სასწავლო ცენტრში, ადამიანის უფლებების კვირეული ტრენინგით - „თავისუფლების ძირითადი უფლება, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება, უდანაშაულობის პრეზუმფცია“ დასრულდა.

5 დეკემბრიდან 9 დეკემბრის ჩათვლით, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, სასწავლო ცენტრში ხუთ სხვადასხვა თემაზე უფასო იურიდიული მიმართულების ტრენინგები მიმდინარეობდა.

მონაწილეები გაეცნენ ისეთ თემებს, როგორებიცაა: 1.„ადამიანის ღირსება, როგორც ძირითადი უფლება„ 2. პირადი ცხოვრების და პირადი კომუნიკაციის ხელშეუხებლობა” 3. „გამოხატვის თავისუფლება“, 4.„შემოქმედებითი თავისუფლება“, 5.„თავისუფლების ძირითადი უფლება, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება, უდანაშაულობის პრეზუმფცია“

კვირეულში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვინც გაიარა ელექტრონული რეგისტრაცია  სასწავლო ცენტრის ვებგვერდზე. სამი დღის განმავლობაში რეგისტრირებულთა რაოდენობამ 520 ადამიანი შეადგინა.  თითოეულ ტრენინგზე შეირჩა პირველი 30 დარეგისტრირებული პირი.

უფასო იურიდიული მიმართულების ტრენინგებს უძღვებოდნენ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის კლინიკის მონაწილეები-თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის, იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტები.

საზოგადოების მხრიდან მაღალი დაინტერესების გათვალისწინებით იუსტიციის სასწავლო ცენტრი მომავალშიც გეგმავს მსგავსი ტრენინგების ორგანიზებას.