სიახლეები

შეხვედრები ბერლინის საჯარო მოხელეთა აკადემიის წარმომადგენლებთან

იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი პატარიძე საინფორმაციო ვიზიტით გერმანიაში, ქალაქ ბერლინში იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა ბერლინის საჯარო მოხელეთა აკადემიისა ( Verwaltungsakademie Berlin )და ჰერთის საჯარო მმართველობის სკოლის ( Hertie School of Governance ) ხელმძღვანელ პირებთან, გერმანული გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით. მხარეებმა განიხილეს საჯარო მოხელეთა გადამზადების მოქმედი მოდელები და პროგრამები, ასევე საჯარო მოხელეთა გადამზადების სფეროში თანამედროვე ტენდენციები.

▸ იუსტიციის სასწავლო ცენტრი ბერლინის საჯარო მოხელეთა აკადემიასთან მომავალში გეგმავს მჭიდრო თანამშრომლობას.

ვიზიტი საქართველოში საჯარო მოხელეთა გადამზადების სისტემის სტანდარტიზაციის ხელშეწყობის მიზნით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ინიციატივით და მხარდაჭერით განხორციელდა. ვიზიტში იუსტიციის სასწავლო ცენტრთან ერთად მონაწილეობდნენ განათლების საერთაშორისო ცენტრისა და საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენლები.