სიახლეები

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზამთრის სკოლის ინგლისური ენის ტესტირების შედეგები

 

2017 წლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზამთრის სკოლის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი, გაეროს და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის "ადამიანის უფლებები ყველასათვის"  მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) თანამშრომლობით ახორციელებს, ჩატარდა პროექტის მეორე ეტაპი - ინგლისური ენის ტესტირება.

ინგლისური ენის ტესტირებაში მონაწილეობდა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული ფაკულტეტის და ჟურნალისტიკის მიმართულების (ბაკალავრიატის მე-3 და მე-4 კურსის და მაგისტრატურის) 237 სტუდენტი.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზამთრის სკოლის მესამე - გასაუბრების ეტაპზე გასვლისთვის დაწესდა მინიმალური ზღვარი - 90 ქულა (იხ. რეიტინგული სია).

გისურვებთ წარმატებას!