სიახლეები

მიგრაციის სწავლების მეექვსე კვირეული

მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD), ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ENIGMMA-ს ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრსა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიასთან მჭიდრო თანამშრომლობით, აცხადებს მიღებას მიგრაციის სწავლების მეექვსე კვირეულში მონაწილეობის მისაღებად.

მიგრაციის სწავლების კვირეული გაიმართება 2017 წლის 24-26 მარტს ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში და მოიცავს ლექციებსა და სემინარებს, მიგრაციისა და ადამიანის უფლებების შესახებ. კვირეულში მონაწილეობა უფასოა!

მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ CV (ინგლისურ ენაზე) და სრულყოფილად შევსებული სარეგისტრაციო ფორმა 5 მარტის 23:59 სთ-მდე, შემდეგ მისამართზე: enigmma@icmpd.org. (განაცხადების მიღების შესახებ დასტური მონაწილეებს გაეგზავნებათ მარტის მეორე კვირაში.)

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებსა და საჯარო მოხელეებს.

ლექციები და სემინარები გაიმართება ინგლისურ ენაზე, შესაბამისად, ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა აუცილებელი პირობაა.

დღის წესრიგი იხ. ბმულზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

მარიამ გელეტაშვილი - (+995 558) 99 58 39; mgeletashvili@tcj.gov.ge