სიახლეები

კონფერენცია თემაზე: ქალის როლი საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში

 

ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველო (ELSA Georgia) გაეროს განვითარების პროგრამასთან და საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან ერთად, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გთავაზობთ კონფერენციას თემაზე: ”ქალის როლი საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში”.

პარტნიორი ორგანიზაციები, უერთდებიან მსოფლიო თანამეგობრობის სულისკვეთებას და ამ დღეს აღნიშნავენ კონფერენციის განხორციელებით, რომელიც გაიმართება, 2017 წლის 20 მარტს, (სასტუმრო Holliday Inn Tbilisi, მის:26 მაისის მოედანი 1)

კონფერენციის მიზანია, ქალების გენდერული როლის გაძლიერება, ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური კუთხით, ასევე, სტუდენტების ცნობიერების ამაღლება, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში ავტორიზებული, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის, მოქმედი სტატუსის მქონე სტუდენტებს.

სარეგისტრაციო ფორმის საფუძველზე, შეირჩევა 50 საუკეთესო აპლიკანტი.

დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა შეავსონ წინამდებარე სარეგისტრაციო ფორმა არაუგვიანეს 18 მარტის 18:00 საათისა

კონფერენციის ფარგლებში, განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

ქალის როლი სხვადასხვა სექტორში
ქალის როლი პოლიტიკაში
ქალის როლი ბიზნესში
ქალის როლი სამოქალაქო აქტივიზმში
ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკანონმდებლო პაკეტის განხილვა

საკანონმდებლო ცვლილებები მიზნად ისახავს „ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ სტამბოლის კონვენციის რატიფიკაციასთან დაკავშირებით კონვენციის დებულებებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანას. იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი 20-მდე კანონს შეეხება. მათი მიზანი ოჯახში ქალზე, მამაკაცზე თუ ბავშვზე ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა, ქალთა უფლებების დაცვა და ქალთა მიმართ ძალადობრივი დანაშაულის პრევენციაა.

კონფერენციის დღის წესრიგი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://goo.gl/1jZ4S3


დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

✆ (+995 555) 47 55 37
✆ (+995 555) 11 47 74