პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი, გაეროსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობით, აცხადებს მონაწილეთა მიღებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკვირაო სემინარზე, რომელიც განკუთვნილია ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის სფეროში მომუშავე პროფესორ-მასწავლებლებისთვის. საკვირაო სემინარები გაიმართება ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში (მის. ქ. ყვარელი, ილიას გორა) 6-7 მაისს.
საკვირაო სემინარის მიზანი
პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკვირაო სემინარის მიზანია, საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულებით მომუშავე აკადემიური პერსონალის ცნობიერების ამაღლება და პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე აკადემიური და საჯარო დისკუსიის ხელშეწყობა, ჟურნალისტური საქმიანობის პროცესში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების გამოყენების უზრუნველყოფა.
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?
სემინარი განკუთვნილია საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებისათვის, რომლებიც აკადემიურ საქმიანობას ეწევიან ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის, მედიის კვლევების მიმართულებით.
კურსის შედეგები
საკვირაო სემინარის გავლის შემდეგ მსმენელებს ექნებათ ამომწურავი ინფორმაცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის კონცეფციისა და პრინციპების და ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების პროცესში მათი გამოყენების შესახებ, გაეცნობიან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ევროპულ სისტემას, პერსონალურ მონაცემთა დაცვის პრაქტიკას ჟურნალისტურ საქმიანობაში, რაც მათ სასწავლო, სამეცნიერო და კვლევით საქმიანობას უფრო ეფექტურს გახდის.
საკვირაო სემინარის დასრულების შემდეგ მონაწილეებს ექნებათ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა შემდეგი მიმართულებით:
მონაწილეების შერჩევა
სემინარის მონაწილეებს შეარჩევს სპეციალური კომისია.
კურსის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.
საკვირაო სემინარში მონაწილეობა უფასოა. სემინარში მონაწილეობის, განთავსებისა და მგზავრობის ხარჯებს უზრუნველყოფს გაეროსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტი „ადამიანის უფლებები ყველასათვის“.
საკვირაოსემინარებიტარდებაგაეროსერთობლივიპროგრამისდაევროკავშირისმხარდაჭერით „ადამიანისუფლებებიყველასათვის“(ადამიანისუფლებებისდაცვისეროვნულისტრატეგიისადასამოქმედოგეგმისგანხორციელებისადამონიტორინგისხელშეწყობა) პროექტისფარგლებშიდაიუსტიციისსასწავლოცენტრთანთანამშრომლობით.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე/CV და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე: Office@pdp.ge (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ „საკვირაო სემინარი“. წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება). სამოტივაციო წერილში აღწერილი უნდა იყოს, თუ რატომ გსურთ მონაწილეობის მიღება და როგორ დანერგავთ მიღებულ ცოდნას აკადემიურ საქმიანობაში. სამოტივაციო წერილი არ უნდა აღემატებოდეს 400 სიტყვას. დოკუმენტები შერულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე. (საკონტაქტო ინფორმაცია: თბილისი, ნ. ვაჩნაძის ქ. 7, 0105, ტელ: +995 322 421000, ვებგვერდი: www.personaldata.ge )
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2017 წლის 15 აპრილი.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესახებ
პერსონალურმონაცემთადაცვისინსპექტორიზედამხედველობსქვეყანაშიპერსონალურიმონაცემებისდამუშავებისკანონიერებას. ინსპექტორისდამისიაპარატისუფლებამოსილებაგანისაზღვრებასაქართველოსკანონით „პერსონალურმონაცემთადაცვისშესახებ“ (28/12/2011). კანონისმიზანია, პერსონალურიმონაცემისდამუშავებისასუზრუნველყოსადამიანისუფლებათადათავისუფლებათა, მათშორის, პირადიცხოვრებისხელშეუხებლობისდაცვა.