სიახლეები

საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგების კურსი

სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი“ გთავაზობთ ტრენინგს შემდეგ თემაზე: საბიუჯეტო   ორგანიზაციების ბუღალტრული    აღრიცხვ და ფინანსური ანგარიშგებ

 

პროგრამის მიზანი :

საბიუჯეტო  ორგანიზაციების  ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური  ანგარიშგება  საფინანსო სამსახურის თანამშრომლებისთვის  სამეურნეო ოპერაციებისა და ქონებრივი მდგომარეობის შესახებ სრული და საიმედო ინფორმაციის ფორმირების მიზნით,  ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებისა  და ფინანსური ანგარიშგების შედგენის მარეგულირებელი ნორმატიული აქტებით და საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებით (IPSAS)  განსაზღვრული  ნორმებისა და წესების სწავლება.

ტრენინგი მოიცავს შემდეგ თემატიკას:

  • საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების საფუძვლები, მოქმედი ინსტრუქციის განხილვა;
  • ფინანსური ანგარიშგების შედგენა პრაქტიკული მაგალითების შესაბამისად;
  • პირველადი დოკუმენტების მიმოხილვა პრაქტიკული მაგალითების შესაბამისად;
  • სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის განხილვა. აღნიშნული ინსტრუქციისა და ხაზინის ელექტრონული პროგრამის შესახებ გამოცდილების გაზიარება;
  • სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესის განხილვა;
  • ინვენტარიზაციის ჩატარების წესის მიმოხილვა, არსებული გამოცდილების გაზიარება;
  • ბუღალტრულ აღრიცხვასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების, წესებისა და ინსტრუქციების (წლიური საბიუჯეტო კანონი, ძირითადი აქტივების ცვეთის ნორმების შესახებ დამტკიცებული ინსტრუქცია, საბიუჯეტო კოდექსი, საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონი და ა.შ.) შესაბამისი თავებისა და მუხლების განხილვა, პრაქტიკულ მაგალითებთან ერთად

 

კურსი განკუთვნილია:

სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი  ორგანიზაციების, ფინანსური განყოფილების თანამშრომლებისთვის.

 

შედეგი:

კურსის გავლის შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:

  • ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზებას და მის წარმოებას საჯარო სექტორის   სპეციფიკის გათვალისწინებით;
  • სამეურნეოოპერაციებისბუღალტრულგატარება  საბიუჯეტოკლასიფიკაციასთან  და სახაზინო მომსახურების პრინციპებთან შესაბამისობისდაცვითდა  საბიუჯეტო  სახსრებისმიზნობრობისდაცვაზეკონტროლისუზრუნველყოფა;
  • ბუღალტრულრეგისტრებშიჩანაწერებისშეტანას;
  • მატერიალური და  ფინანსური რესურსების მოძრაობის აღრიცხვას;
  • ფინანსური ანგარიშგების შედგენას მოქმედი კანონმდებლობით  და ანალიზს;
  • ფინანსურიანგარიშგებისმონაცემებისშედარებასახელმწიფო ბიუჯეტისშესრულების  ანგარიშგებასთან;
  • მმართველობითი აღრიცხვის მოწესრიგებას საბიუჯეტო ორგანიზაციის სპეციფიკის გათვალისწინებით;

 

კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეები მიიღებენ სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის“  სერტიფიკატს „საბიუჯეტო  ორგანიზაციების  ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური  ანგარიშგება“.                                                                                                                                                   

ტრენინგის განრიგი:

პროგრამის ხანგრძლივობა22 საათი; 11  დღე
დაწყებისთარიღი: 24 აპრილი
ჩატარების დღე, დრო:  24; 26; 28; აპრილი, 1; 3; 5; 8; 10; 15; 17; 19;  მაისი 19:00-21:00 სთ.
რეგისტრაციის ბოლოვადა: 21 აპრილი
ტრენინგის ღირებულება: 320 ლარი
მსმენელთარა ოდენობა: 10-15 მსმენელი

რეგისტრაციისთვის , გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა

საკონტაქტო ინფორმაცია:

შალვა ქაშაკაშვილი

ფინანსური ტრენინგების სამსახურის უფროსი

ელ-ფოსტა: shkashakashvili@tcj.gov.ge
მობ: 599 144 234

მისამართი:  ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაის 3ა