სიახლეები

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმიტირებული პროცესის ეროვნული შეჯიბრი

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოს (ELSA Georgia) ინიციატივით, 2017 წლის 1-2 ივლისს  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმიტირებული პროცესის ეროვნული შეჯიბრი გაიმართება.

ვადები:

N

თარიღი

აქტივობა

1

1 – 8 მაისი, 2017

გუნდების რეგისტრაცია

2

8 მაისი, 2017

კაზუსის გამოქვეყნება

3

15 მაისი, 2017

საინფორმაციო შეხვედრა

4

15 მაისი, 2017

ტესტირება (ტესტირება ჩატარდება ქართულ ენაზე)

5

17 მაისი, 2017

ტესტირების შედეგების გამოქვეყნება

6

17 მაისი - 15 ივნისი, 2017

წერილობითი პოზიციის მომზადება

7

15 – 19 ივნისი, 2017

საუკეთესო 4 გუნდის გამოვლენა

8

1 ივლისი, 2017

ნახევარფინალი

9

2 ივლისი, 2017

დასკვნითი რაუნდი - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სხდომის იმიტაცია

პროექტი წარიმართება ინგლისურ ენაზე.

 

შეჯიბრში მონაწილეობა და დაშვების კრიტერიუმები:

შეჯიბრში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს. ერთი უნივერსიტეტიდან რეგისტრაცია შეუძლია გაიაროს  ერთზე მეტმა გუნდმა. თუმცა ერთ გუნდში ვერ იქნებიან სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები.

 

შეჯიბრში მონაწილე გუნდი უნდა შედგებოდეს სამი წევრისგან.

პროექტის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ორგანიზატორების მიერ.


პროექტში გამარჯვებულ გუნდს შესაძლებლობა ექნება მონაწილეობა მიიღოს სტრასბურგში გასამართი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმიტირებული პროცესის საერთაშორისო რაუნდის შესარჩევ ეტაპზე, სადაც შინაარსობრივ საკითხებზე მხარდაჭერას გაუწევს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და საერთაშორისო რაუნდში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში „ELSA საქართველო“ უზრუნველყოფს მონაწილეობის საფასურის დაფარვას.

პროექტის საუკეთესო მონაწილე სტაჟირებას დაიწყებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტში.

 

  • სრულად შევსებული სააპლიკაციო ფორმა უნდა გაიგზავნოს არაუგვიანეს 2017 წლის 8 მაისის 23:59 სთ-ისა შემდეგ ელ-ფოსტაზე - mgeletashvili@tcj.gov.ge (დანიშნულების ველში მიუთითეთ - ECHR Moot Court)

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

იუსტიციის სასწავლო ცენტრი - მარიამ გელეტაშვილი, (+995) 558 99 58 39  mgeletashvili@tcj.gov.ge

ELSA Georgia- მარიამ ქაშაკაშვილი, (+995 598) 17 77 97, kashakashvili.mariam@gmail.com

კაზუსის შესახებ შეკითხვები გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: gbaghdavadze@justice.gov.ge