სიახლეები

ეროვნული შეჯიბრი საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი (TCJ) და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაცია საქართველოში (ICRC), საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტთან თანამშრომლობით, ახორციელებს ეროვნულ შეჯიბრს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში.

პროექტი მიზნად ისახავს, საქართველოს მასშტაბით, სტუდენტებში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და მომიჯნავე სფეროების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, სამართლებრივი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და გაუმჯობესებას და საკონტაქტო ქსელის შექმნას.

2017 წლის 28 აპრილიდან, მიმდინარეობს ინტენსიური ლექციების კურსი, თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის უნივერსიტეტიდან წარმოდგენილი 17 გუნდისათვის, 51 მსმენელისათვის.

ხვალ, 2017 წლის 11 მაისს, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ადმინისტრირებით, განხორციელდება ტესტირება, ფინალური რაუნდის 6 საუკეთესო გუნდის გამოსავლენად.

სართაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ეროვნული შეჯიბრის ფინალური ეტაპი გაიმართება 2017 წლის 2-4 ივნისს, ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში.

შედეგები, რომელსაც მიიღებენ შეჯიბრის მონაწილეები:

-პროექტის თითოეულ მონაწილეს გადაეცემა დასკვნით ეტაპზე მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი

- შეჯიბრის მონაწილეებს გადაეცემათ თემატური ლიტერატურა

-გამოვლინდება შემდეგი სახის გამარჯვებულები: ფინალში გამარჯვებული გუნდი,      საუკეთესო მომხსენებელი