სიახლეები

ტრენინგი თემაზე- „ნარკოტიკული დანაშაული- ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგია“

იუსტიციის სასწავლო ცენტრი იწყებს უფასო ტრენინგებს თემაზე- „ნარკოტიკული დანაშაული- ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგია“  

ტრენინგი ჩატარდება 18 მაისს, 18:30-22:00 სთ-ზე, იუსტიციის სასწავლო ცენტრში.

3 საათიან ტრენინგზე მონაწილეები მიიღებენ ზოგად ინფორმაციას რა არის ნარკოტიკი, რა ითვლება ნარკოტიკულ დანაშაულად, რა სახის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა ნარკოტიკული დანაშაულისთვის და როგორ ებრძვის სახელმწიფო ნარკომანიას.

ტრენინგებს ჩაატარებენ იუსტიციის სასწავლო ცენტრის კლინიკის ტრენერები-თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდული ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტები.

ტრენინგები ტარდება საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით. ტრენინგზე რეგისტრაციის შესაძლებლობა აქვს საკითხით დაინტერესებულ  ნებისმიერ პირს 14 წლის ასაკიდან. რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე https://goo.gl/forms/X5eXIfiA4OzzZiu13