სიახლეები

ეროვნული შეჯიბრი საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში 2017 - ტესტირების შედეგები

 

სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაცია საქართველოში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტთან თანამშრომლობით, ახორციელებს ეროვნულ შეჯიბრს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში.

პროექტი მიზნად ისახავს, საქართველოს მასშტაბით, სტუდენტებში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და მომიჯნავე სფეროების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, სამართლებრივი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და გაუმჯობესებას და საკონტაქტო ქსელის შექმნას.

2017 წლის 27 აპრილიდან 11 მაისამდე, განხორციელდა ინტენსიური ლექციების კურსი თბილისის, ქუთაისის და ბათუმის უნივერსიტეტიდან წარმოდგენილი 17 გუნდისათვის, 51 მსმენელისათვის.

2017 წლის 11 მაისს, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ადმინისტრირებით, განხორციელდა ტესტირება ფინალური რაუნდის მონაწილეთა გამოსავლენად. ტესტირების შედეგების შესაბამისად, ჩაინიშნა დამატებითი ეტაპი გასაუბრების სახით.

გასაუბრება გაიმართება პარასკევს, 19 მაისს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროში (მის. გორგასლის 24ა).  გასაუბრების დრო ინდივიდუალურად ეცნობებათ შესაბამისი გუნდის წარმომადგენლებს.

იხ. გასაუბრების ეტაპზე გადასული გუნდების რეიტინგული სია, ტესტირების შედეგების მითითებით.  

 

გასაუბრებისმონაწილეგუნდები

 

გუნდის ნომერი

ტესტირების შედეგი

 

025

50

 
 
 

021

47

 
 
 

005

43

 
 
 

010

40

 
 
 

007

39

 
 
 

015

38

 
 
 

023

38

 
 
 

028

37

 
 
 

016

36

 
 
 

003

36