საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრსა და ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოსთან (ELSA Georgia) ერთად, 2017 წლის 24-25 ივნისს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმიტირებული პროცესის ეროვნულ შეჯიბრს ახორციელებს.
2017 წლის 1 მაისიდან 8 მაისამდე, საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 3 წევრისგან შემდგარმა 40-მა გუნდმა გამოთქვა ეროვნულ შეჯიბრში მონაწილეობის სურვილი. დარეგისტრირებული გუნდებისთვის, 2017 წლის 15-16 მაისს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ადმინისტრირებით, განხორციელდა ტესტირება.
ტესტირების შედეგების შესაბამისად, ეროვნული შეჯიბრის მომდევნო ეტაპზე გადავიდა 17 გუნდი (51 მონაწილე). შემდეგ ეტაპზე გადასულმა გუნდებმა წერილობითი პოზიციები უნდა მოამზადონ მიმდინარე წლის 15 ივნისამდე.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმიტირებული პროცესის ეროვნული შეჯიბრის დასკვნითი ეტაპი გაიმართება 24-25 ივნისს.
იხ. მომდევნო ეტაპზე გადასული გუნდების რეიტინგული სია, ტესტირების შედეგების მითითებით.
გუნდის ნომერი |
ჯამური ქულა |
|
022 |
53 |
|
006 |
52 |
|
010 |
51 |
|
021 |
51 |
|
030 |
49 |
|
007 |
46 |
|
009 |
46 |
|
016 |
46 |
|
029 |
43 |
|
004 |
41 |
|
027 |
39 |
|
031 |
39 |
|
025 |
36 |
|
036 |
35 |
|
002 |
34 |
|
012 |
34 |
|
040 |
34 |
|