სიახლეები

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმიტირებული პროცესის დასკვნით ეტაპში მონაწილე 4 გუნდი ცნობილია

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოს (ELSA Georgia) ინიციატივით, 2017 წლის 1-2 ივლისს  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმიტირებული პროცესის ეროვნული შეჯიბრი გაიმართება.

პროექტში მონაწილეობის სურვილი საქართველოში ავტორიზებული 6 უმაღლესი სასწავლებლის 40-მა გუნდმა (120 მონაწილე) გამოთქვა. დარეგისტრირებული 40 გუნდიდან, ტესტირების ეტაპზე გამოცხადდა 23 გუნდი, რომელთაგან წერილობითი პოზიციების წარმოდგენის ეტაპზე 17 გუნდი (51 მონაწილე) გადავიდა.

წერილობითი პოზიციების შეფასების შედეგად, ECHR-ის ფინალურ ეტაპზე შემდეგი 4 საუკეთესო გუნდი გადავიდა:

 

დასკვნითი ეტაპის მონაწილე გუნდები

N

გუნდის ნომერი

1

022

2

006

3

004

4

009

 

პროექტში გამარჯვებულ გუნდს შესაძლებლობა ექნება მონაწილეობა მიიღოს სტრასბურგში გასამართი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმიტირებული პროცესის საერთაშორისო რაუნდის შესარჩევ ეტაპზე, სადაც შინაარსობრივ საკითხებზე მხარდაჭერას გაუწევს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და საერთაშორისო რაუნდში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში „ELSA საქართველო“ უზრუნველყოფს მონაწილეობის საფასურის დაფარვას.

პროექტის საუკეთესო მონაწილე სტაჟირებას დაიწყებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტში.