სიახლეები

ნარკომანიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული 2017

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ, 1987 წლის 7 დეკემბრის 42/112 რეზოლუციით 26 ივნისი ნარკოტიკებისა და უკანონო ნარკო-ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ნარკომანიასთან ბრძოლის საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოსთან (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტი), საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან, საქართველოში საფრანგეთის საელჩოსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (IOM) ერთად უერთდება გაეროს ფარგლებში საერთაშორისო დღის აღნიშნვას ანტინარკოტიკული კვირეულის სახით.

ანტინარკოტიკული კვირეულის მიზანია, ახალგაზრდებისათვის (სტუდენტებისათვის და სკოლის მოსწავლეებისათვის) ნარკოდანაშაულთან ბრძოლის პოლიტიკის გაცნობა და ნარკოტიკების მოხმარებით უარყოფითი შედეგების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის მაღალი რანგის წარმომადგენლების ჩართულობით, ნარკოტიკებთან ბრძოლის არსებული გამოწვევების შეფასება, მათი გადაჭრის გზებზე მსჯელობა და პოლიტიკის შემდგომ დახვეწა. საქართველოს 4 დიდ ქალაქში - ბათუმში, ქუთაისში, გორსა და რუსთავში მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება ნარკოდანაშაულისა და ანტინარკოტიკული პოლიტიკის შესახებ.

კვირეულის ფარგლებში, დაგეგმილია შემდეგი აქტივობების განხორციელება:

დღე

რიცხვი

შინაარსი

ადგილმდებარეობა

რეგისტრაცია

I დღე

ორშაბათი

26 ივნისი, 2017

კონფერენცია სტუდენტებისათვის “ნარკოტიკებთან ბრძოლის თანამედროვე გამოწვევები“

 

იხ. დღის წესრიგი

იუსტიციის სასწავლო ცენტრი: სანდრო ეულის 3ა

 

იხ.ბმული

II დღე

სამშაბათი

27 ივნისი, 2017

კონფერენცია სკოლის მოსწავლეებისთვის “ნარკოტიკებთან ბრძოლის თანამედროვე გამოწვევები“

 

იხ. დღის წესრიგი

იუსტიციის სასწავლო ცენტრი: სანდრო ეულის 3ა

 

იხ.ბმული

III დღე

ოთხშაბათი

28 ივნისი, 2017

საერთაშორისო კონფერენცია

იუსტიციის სასწავლო ცენტრი: სანდრო ეულის 3ა

 

-

IV დღე

ხუთშაბათი

29 ივნისი, 2017

ტრენინგი თემაზე „ნარკოტიკული დანაშაულები - ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია საქართველოში“

გორის იუსტიციის სახლი, (მის: .გურამიშვილის.#5)

რუსთავის იუსტიციის სახლი

(მის: ხალხათამეგობრობისგამზირი, #29)

 

 

 

 

იხ.ბმული

V დღე

პარასკევი

30 ივნისი, 2017

ტრენინგი თემაზე „ნარკოტიკული დანაშაულები - ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია საქართველოში“

ბათუმის იუსტიციის სახლი

(მის: შერიფხიმშიაშვილის #7)

ქუთაისის იუსტიციის სახლი

(მის: ირ. აბაშიძის #20)

 

 

იხ.ბმული

 

კვირეულის დასრულების შემდეგ:

  • წარმოდგენილი განაცხადების საფუძველზე შერჩეულ 50 სტუდენტს და 50 სკოლის მოსწავლეს აუმაღლდება ცნობიერება ნარკოტიკებით გამოწვეული ზიანის შესახებ, რაც, დადებითად აისახება მომავალში ნარკოდამოკიდებულთა სტატისტიკის შემცირებაზე და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებაზე.
  • ნარკოვითარებისა და ნარკოტიკებთან ბრძოლის პოლიტიკის შესახებ მსჯელობის შედეგად, გამოიკვეთება გრძელვადიანი პერსპექტივები, პრობლემათა შემდგომი გადაჭრის მიზნით.
  • საქართველოს 4 დიდ ქალაქში - ბათუმში, ქუთაისში, გორსა და რუსთავში, ცნობიერება აუმაღლდება 100-მდე დაინტერესებულ მოქალაქეს

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

მარიამ გელეტაშვილი, პროექტების მართვის სამსახურის ასისტენტი

+995 558 995 839

mgeletashvili@tcj.gov.ge