გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ, 1987 წლის 7 დეკემბრის 42/112 რეზოლუციით 26 ივნისი ნარკოტიკებისა და უკანონო ნარკო-ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ნარკომანიასთან ბრძოლის საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოსთან (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტი), საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან, საქართველოში საფრანგეთის საელჩოსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (IOM) ერთად უერთდება გაეროს ფარგლებში საერთაშორისო დღის აღნიშნვას ანტინარკოტიკული კვირეულის სახით.
ანტინარკოტიკული კვირეულის მიზანია, ახალგაზრდებისათვის (სტუდენტებისათვის და სკოლის მოსწავლეებისათვის) ნარკოდანაშაულთან ბრძოლის პოლიტიკის გაცნობა და ნარკოტიკების მოხმარებით უარყოფითი შედეგების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის მაღალი რანგის წარმომადგენლების ჩართულობით, ნარკოტიკებთან ბრძოლის არსებული გამოწვევების შეფასება, მათი გადაჭრის გზებზე მსჯელობა და პოლიტიკის შემდგომ დახვეწა. საქართველოს 4 დიდ ქალაქში - ბათუმში, ქუთაისში, გორსა და რუსთავში მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება ნარკოდანაშაულისა და ანტინარკოტიკული პოლიტიკის შესახებ.
კვირეულის ფარგლებში, დაგეგმილია შემდეგი აქტივობების განხორციელება:
დღე |
რიცხვი |
შინაარსი |
ადგილმდებარეობა |
რეგისტრაცია |
I დღე ორშაბათი |
26 ივნისი, 2017 |
კონფერენცია სტუდენტებისათვის “ნარკოტიკებთან ბრძოლის თანამედროვე გამოწვევები“
|
იუსტიციის სასწავლო ცენტრი: სანდრო ეულის 3ა |
|
II დღე სამშაბათი |
27 ივნისი, 2017 |
კონფერენცია სკოლის მოსწავლეებისთვის “ნარკოტიკებთან ბრძოლის თანამედროვე გამოწვევები“
|
იუსტიციის სასწავლო ცენტრი: სანდრო ეულის 3ა |
|
III დღე ოთხშაბათი |
28 ივნისი, 2017 |
საერთაშორისო კონფერენცია |
იუსტიციის სასწავლო ცენტრი: სანდრო ეულის 3ა |
- |
IV დღე ხუთშაბათი |
29 ივნისი, 2017 |
ტრენინგი თემაზე „ნარკოტიკული დანაშაულები - ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია საქართველოში“ |
გორის იუსტიციის სახლი, (მის: დ.გურამიშვილისქ.#5) რუსთავის იუსტიციის სახლი (მის: ხალხათამეგობრობისგამზირი, #29) |
|
V დღე პარასკევი |
30 ივნისი, 2017 |
ტრენინგი თემაზე „ნარკოტიკული დანაშაულები - ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია საქართველოში“ |
ბათუმის იუსტიციის სახლი (მის: შერიფხიმშიაშვილის #7) ქუთაისის იუსტიციის სახლი (მის: ირ. აბაშიძის #20) |
|
კვირეულის დასრულების შემდეგ:
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
მარიამ გელეტაშვილი, პროექტების მართვის სამსახურის ასისტენტი
+995 558 995 839